LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოპედების მძღოლები სიმთვრალის გამო ისევე დაისჯებიან, როგორც – ავტომანქანების მძღოლები

89

მოპედების მფლობელები ალკოჰოლის ანდა ნარკოტიკული თრობის დროს მართვის შემთხვევაში ისევე დაჯარიმდებიან, როგორც ავტომანქანების მძღოლები.

ამასთან დაკავშირებით პარლამენტ შსს-ს მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვას იწყებს.

პროექტის თანახმად, მთვრალ მდგომარეობაში მოპედის მართვა ან სიმთვრალის ტესტის ჩაბარებაზე უარის თქმა დაჯარიმდება 150 ლარით, ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ მართვა  – 300 ლარით.

მოპედების მართვისთვის მოწმობის ქონა საჭირო არ არის, შესაბამისად, მოპედების მართვა არანაირ რეგულაციას არ ექვემდებარებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები