LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოპედის სამართავად მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება იქნება საჭირო

1100
mopedi

მოპედის სამართავად მოქალაქეებს მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება მოუწევთ,- ამის შესახებ მთავრობის მიერ დამტკიცებულ საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2019 წლის სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული.

მართვის მოწმობის კატეგორიებს დაემატება AM (მოპედი) და A2 (მოტოციკლი) კატეგორიები.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით, საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება დაუახლოოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას. კერძოდ, ამ შეთანხმებით საქართველოს ეკისრება ვალდებულება, შეასრულოს მართვის მოწმობების თაობაზე 2006 წლის 20 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006/126/EC დირექტივა. სწორედ ამას ემსახურება დაგეგმილი ცვლილებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები