LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოქალაქეები განზრახ თუ გაუცნობიერებლად თანამოაზრეებს მოუწოდებენ რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ: სუსი

61
სუსი

“ბოლო დროს სოციალურ ქსელებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სხვადასხვა პირის მიერ დანაშაულის ნიშნების შემცველი შინაარსის საჯარო განცხადებები ვრცელდება.” – ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხეობის სამსახური ავრცელებს.

სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოქალაქეები განზრახ თუ გაუცნობიერებლად, პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის ძალადობრივი გზებით:

“მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, ან/და ასეთი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელება, აგრეთვე ამავე მიზნით შეიარაღებისაკენ მოწოდება, წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლით და ისჯება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელებს კანონით გათვალისწინებულ ყველა სამართლებრივ ღონისძიებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დასაცავად და სახელმწიფო ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის თავიდან ასაცილებლად.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დესტრუქციულ ძალებს თავი შეიკავონ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისგან და დარჩნენ სამართლებრივ ჩარჩოებში.” – წერია სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები