LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოქალაქეებისთვის, რომლებმაც მეორე ტალღის დროს სამსახური დაკარგეს, 28 თებერვლიდან სოციალური დახმარების გაცემა დაიწყება

117
გახარია

”ჩვენ ვაგრძელებთ მიზნობრივ-სოციალურ დახმარებას”. ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, განაცხადების მიღება დაიწყო, იმ მოქალაქეებისგან, რომლებმაც სამსახური ეპიდემიის მეორე ტალღის შედეგად დაკარგეს. პრემიერი მოუწოდებს მოქალაქეებს განსაზღვრული შეღვათების მისაღებად, დროულად შეავსონ განაცხადები.

”განაცხადების მიღება 20 იანვრამდე გაგრძელდება. ხოლო, 28 თებერვლიდან შესაბამისი ფინანსური დახმარების გაცემა დაიწყება. ეს გახლავთ, 1 200 ლარი თითოეულ მოქალაქეს ექვსი თვის განმავლობაში. დღეის მდგომარეობით, პორტალზე ატვირტულია 45 000 განაცხადი”. – აღნიშნა, გახარიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები