LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოსახლეობა სახლებს ტოვებს, გარდაცვლილების გადასვენებაც დაიწყეს… ისეთი მდგომარეობა გვაქვს, ყველა წინადადების წინ “SOS” რომ დაიწერება”

2346
BeFunky-collage (9)

“ადგილობრივები სახლებს ტოვებენ და მიდიან, ახლა გარდაცვლილების გადასვენებაც დაიწყეს”, – წერს ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი. მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმაც დაადასტურა. ამასთან, მეარაყიშვილი სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ხელისუფლება ახალგორში არსებული ვითარებით არ ინტერესდება.

“გასულ კვირას ჩვენი მძიმე მდგომარეობის შესახებ ვწერდი, მედიასთან ვისაუბრე- როგორ ტოვებებენ ადგილობრივები სახლებს და მიდიან- უკან არ დაბრუნების ხელმოწერით. არ მითქვამს, გარდაცვლილების გადასვენებაც რომ დაიწყეს- ესეც გასულ კვირას მოხდა. მოგვიანებით დიმიტრი მედოევმაც დაადასტურა, რომ 50 მდე განცხადება უკვე დაკმაყოფილდა და 16 კიდევ განიხილება.

ყველა ეს ადამიანი 2008 წლიდან მუდმივი მაცხოვრებელი იყო. მიდიან, უიმედობის განცდის გამო. ელემენტარული პირობების გადაუჭრელობის გამო- ძირითადად სოფლებიდან ჯერ, სადაც ყველაფერი ჭირს- სკოლა, ექიმი, კომუნიკაცია, ტრანსპორტი, ცხოვრების მძიმე პირობები. და ერთი კვირაა ველი, საქართველოს ხელისუფლებიდან ვინმე, რამე ფორმით დაამშვიდებს, ან გადაწყვეტილებას მოუწოდებს ამ ხალხს. საკუთარი უმაქნისობის და უუნარობის რეკორდებს ხსნიან- დუმან.

ჩვენ რა ვქნათ? რა გავაკეთოთ? რაიონულ საავადმყოფოში მაგალითად, 8 ექიმი დაგვრჩა- აქედან არცერთი თერაპევტი, 3 კი სტომატოლოგია. გამობრძანდეს შერიგების მინისტრი, რას აკეთებენ ჩვენი პრობლემების და მიგრაციის ზრდის შესაჩერებლად გარდა- ვაცნობეთ უცხოელებს. და რატომ არაა ეფექტური თქვენი ცნობები?

ისეთი მდგომარეობა გვაქვს, ყველა წინადადების წინ ? რომ დაიწერება”- წერს თამარ მეარაყიშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები