LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსახლეობის 49% თანახმაა, რომ აიცრას, 20% მერყეობს, დანარჩენი კი აცრის წინააღმდეგია – ამირან გამყრელიძე

72
publika.ge-12-000-2-000-5e679720a86a5 (1)

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში მოსახლეობის 49% თანახმაა, რომ აიცრას, 20% მერყეობს, დანარჩენი კი წინააღმდეგია.

როგორც მან აღნიშნა, აცრამ აღმოფხვრა ყვავილი, დაავადება, რომელიც ათობით მილიონ ადამიანს კლავდა ყოველწლიურად. აცრა ამარცხებს პოლიომიელიტს, წითელას, ცოფს და უნდა დაამარცხოს კოვიდიც.

„ერთ წელიწადში მსოფლიოში უნდა აიცრას მოზრდილი მოსახლეობის 70%. მოზრდილი მოსახლეობა დაახლოებით 5 მილიარდს აღწევს. ყვავილის აღმოფხვრის კამპანია 12 წელი გრძელდებოდა, პოლიომიელიტის აღმოფხვრის კამპანია თითქმის 40 წელია მიმდინარეობს და 2 ქვეყანაშია დარჩენილი. ისეთი რამ, რაც 1 წელიწადში კოვიდთან დაკავშირებით ხდება, არ მომხდარა არც მსოფლიოში და არც საქართველოში. ჩვენ ავცერით მოსახლეობის დიდი რაოდენობა, დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი, მაგრამ ეს ხდებოდა 90-იან წლებში, სამი წლის განმავლობაში, როცა დიფთერია გვიტევდა ან პოლიომიელიტის კამპანიას ვაწარმოებდით, თუმცა ეს არ მომხდარა ერთ წელიწადში. ვიცი, როგორია საზოგადოების დამოკიდებულება. მოსახლეობის 49% თანახმაა, რომ აიცრას. 20% მერყეობს, დანარჩენი კი წინააღმდეგია. ჩვენი მიზანია, ამ 49%-ს მივცეთ საშუალება, ადვილად აიცრას. ამ 20%-ს ჩვენ და თქვენ, ჟურნალისტებმა, ერთად უნდა დავაჯეროთ, რომ აცრაზე უკეთესი არაფერი მოუგონია კაცობრიობას. აცრამ აღმოფხვრა ყვავილი – საშინელი დაავადება, რომელიც ათობით მილიონ ადამიანს კლავდა ყოველწლიურად. აცრა ამარცხებს პოლიომიელიტს, წითელას, ცოფს და უნდა დაამარცხოს კოვიდიც. ამიტომ ეს 20%-ი უნდა დავარწმუნოთ და სერიოზულად ვიმუშაოთ დანარჩენ 30%-თან“, – აცხადებს გამყრელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები