LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსალოდნელია, რომ ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე მაღლა უფრო ხანგრძლივად დარჩება

50
inflation-1

„არსებული პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე მაღლა უფრო ხანგრძლივად დარჩება, ვიდრე ეს ადრე იყო ნავარაუდევი“, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე აცხადებს, თუმცა იქვე ამბობს, რომ ინფლაცია წლის მეორე ნახევარში შემცირებას დაიწყებს და მიზნობრივ მაჩვენებელს 2021 წლის დასაწყისში დაუახლოვდება.

ამასთან, როგორც გვენეტაძე ამბობს, 2020 წლის დასაწყისიდან ინფლაციამ, როგორც მოსალოდნელი იყო, კლება დაიწყო. წლიურმა ინფლაციამ იანვარსა და თებერვალში 6.4% შეადგინა. თუმცა, შემდგომ, COVID-19-ის გლობალურ პანდემიასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელზეც იმოქმედა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განმარტავს, რომ ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედებს ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება და ასევე, ვირუსის გავრცელების შეკავების ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა პროდუქტისა და მომსახურეობის წარმოების ხარჯების ზრდა. ამ ყოველივეს შედეგად კი, აპრილში ინფლაცია 6.9 პროცენტამდე გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები