LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსამართლემ ბელგიაში ქურდობაზე დაკავებული ქართველი გაათავისუფლა, უწყებებს კი მისი შვილის დამხარება დაავალა

1029
scientology

ბელგიაში ქურდობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქის სასამართლო პროცესი გაიმართა. როგორც ბელგიაში მცხოვრები ემიგრანტი, ანა ბალამწარაშვილი სოციალურ ქსელში წერს, სხდომა საკმაოდ ემოციურ ფონზე ჩატარდა.

მოსამართლემ დაკავებული ქართველი გაათავისუფლა, მას ზარალის გადახდა ეტაპობრივად დაეკისრა. ამასთან, ბელგიის სამეფოს ჯანმრთელობის სამინისტროს ქართველი მამაკაცის შვილის, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, დაევალა დახმარება გაუწიოს.

მეტიც, ბელგიელმა მოსამართლემ დაზარალებულ მხარეს სთხოვა პატარას საშობაოდ საჩუქარი გაუკეთეს.

“დღეს სასამართლო პროცესზე ბელგიის სამეფოში,ტონგერენში !

ბრალდებული ქართველია,45 წლის თმაშევერცხლილი მამაკაცი.

მოსამართლე-ბატონო მირზა,რატომ ჩამოხვედით ბელგიაში , ვინ ხართ და რა გინდათ?რატომ. მოიპარეთ ბოთლები და სიგარეტები?ასე ხომ ციხეში მოხვდებით?!

მირზა-ბატონო მოსამართლევ,(თქვენო უმაღლესობავ ვუსწორებ მე)არ ვიმართლებ თავს,რადგან მრცხვენია,მრცხვენია რომ ამხელა ცხოვრება გამოვიარე და დღეს

თქვენს წინაშე მიწევს ბრალდებულის სკამზე ჯდომა,მე ქართველი ვარ,უმაღლესი განათლებით,სამი შვილის მამა,ჩემი უმცროსი შვილი ექიმების დაუდევრობით

ინვალიდია და საწოლსაა მიჯაჭვული,მკურნალობა ძალზედ ძვირი ჯდება.

მოსამართლე-მოიცათ,რატომ გიჯდებათ ძვირი დაზღვევა ხომ გაქვთ?

ადვოკატი ერთვება და დეტალებში უხსნის ქართული სამედიცინო მომსახურების და დაზღვევის მუშაობის სქემას,მოსმართლეს თვალები უდიდდება და ვატყობ

რომ რაღაცნაირად მგონი ეცოდება საქართველო.

მოსამართლე-გასაგებია მაგრამ ,ქურდობა ჩაიდინა და ამისთვის შესაბამის სასჯელს იმსახურებს

ადვოკატი-თქვენო უმაღლესობავ,ქურდობას გამართლება არ ააქვს და თანახმა ვართ ზარალი ავანაზღაუროთ,მაგრამ მოდით წარმოვიდგინოთ მშობელი ,რომელის

შვილსაც არ ააქვს წამლის ფული და შეიძლება ამის გამო დაიღუპოს,ჩვენთვის ეს ძნელი წარმოსადგენია,რადგან სახელმწიფო ზრუნავს ჩვენზე,ეს ნაბიჯი მან

გამოუვალი მდგომარეობიდან და სიცოცხლის გადასარჩენად გადადგა-ის მამაა და მას შვილი უკვდება უწამლოდ,გთხოვთ გაითვალისწინოთ ადამიანური ფაქტორი

და დანაშაულის საფუძველი და მიზეზი(კიდევ ბევრი ისაუბრა)გმადლობთ მე დავასრულე.

მირზას შევხედე,უფრო მეტად შევერცხლოდა თმა,მგონი გათეთრდა კიდეც სირცხვილისგან,ის დამნაშავეს არ გავდა.

მოსამართლე დაბრუნდა სათათბიროდან და გამოაცხადა გადაწყვეტილება,

“მირზა…საქართველოს მოქალაქე…..ბელგიის სამეფოს კანონმდებლობით…ცნობილ იქნას დამნაშავედ და დაეკისროს ზარალის ანაზღაურება 2 წლის

განმავლობაში,მაღაზიას ეთხოვოს მირზას შვილს,გაუკეთოს საჩუქარი საშობაოდ ბელგიის სამეფოს მხრიდან და გაიგზავნოს მოცემულ მისამართზე სასამართლოს

ხარჯებით,ასევე ეთხოვოს ბელგიის სამეფოს ჯანმრთელობის სამინისტროს,მისი კომპეტენციის ფარგლებში,კანონის დაცვით დახმარება გაუწიოს პატარა

პაციენტს(სახელს და გვარს არ ვწერ),მირზას შეუძლია დატოვოს ბელგიის სამეფო და ეტაპობრივად გადაიხადოს ზარალი.

მირზა არ შეასახლეს ციხეში!

გაოგნებული ვიჯექი კარგა ხანი და ვფიქრობდი როდის,ჩემო ქვეყანავ როდის ასეთი ან ცოტათი მიმსგავსებული სასამართლო ,ადვოკატი (მარკ სამპერმანსი)და ძალა კანონისა!

დღეს ძალიან ემოციური დღე მაქვს,მთავარანგელოზობას გილოცავთ!”