LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვი-თბილისის გზაზე მომხდარი ავარიისას დაშავებულ მგზავრებს საქართველოში დღეს ჩამოიყვანენ

275
20191226223934449165466

რუსეთის ქალაქ ლიპეცკთან მსუბუქად დაშავებულ საქართველოს მოქალაქეებს  საქართველოში დღეს ჩამოიყვანენ.

მათ ჩამოსაყვანად, თბილისიდან რუსეთისკენ 2 ავტობუსი უკვე გაემართა.

მოსკოვი-თბილისის ავტობუსში, რომელიც ლიპეცკის ოლქში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ამოტრიალდა, საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ “რია ნოვოსტი” ავრცელებს ინფორმაციას.

“დაზუსტებული მონაცემებით, დაღუპულია ორი ადამიანი” – განუცხადეს სააგენტოს.

გამოცემის ცნობით, ავტობუსი თბილისის დროით 19:40 საათზე მოყინული გზის გამო ამოტრიალდა. მათივე ცნობით, დაშავდა 15 მგზავრი, რომლებიც ასევე საქართველოს მოქალაქეები არიან.

ამასთან, ცნობილია, რომ ავტობუსში ავარიის დროს სულ 18 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ერთი ბავშვია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები