LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვი ყველას მოუწოდებს, ვენესუელაში სამხედრო ჩარევაზე უარი თქვან

lavrovi

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი ყველას კატეგორიულად მოუწოდებს, უარი თქვან ვენესუელაში სამხედრო ჩარევაზე.

„განსაკუთრებულ განგაშს იწვევს ის მესიჯი, რომელსაც ზოგიერთ ქვეყანაში ახმოვანებენ იმის თაობაზე, რომ გამორიცხული არ არის გარედან სამხედრო ჩარევა. ყველას კატეგორიულად მოვუწოდებთ, უარი თქვან ამგვარ აზრებზე,“ – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

სერგეი ლავროვის შეფასებით, როდესაც აშშ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე შფოთავს იმის გამო, რომ ვინმე მათ არჩევნებში ერევა, “თვითონ აშშ უხეშად ერევა სხვა ხალხის შიდა საქმეებში“.

„მივმართავთ ვენესუელას ოპოზიციას, რომელიც იმედია ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ანიჭებს პრიორიტეტს, არ გახდნენ „პაიკები“ სხვის ბინძურ და დანაშაულებრივ თამაშში,“ – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გუშინ ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარემ და ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ის ამ სტატუსით უკვე აღიარა აშშ-მ, კანადამ, არგენტინამ, ბრაზილიამ, კოლუმბიამ, პარაგვაიმ, პერუმ, ჩილემ, ეკვადორმა და საქართველომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები