LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვიდან თბილისისკენ ავიაბილეთი 65 ევრო ეღირება

57

რუსული ავიაკომპანია “ურალის ავიახაზები” 5 აგვისტოდან იწყებს ფრენებს მოსკოვის აეროპორტ “ჟუკოვსკიდან” თბილისის მიმართულებით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კი სააგენტო РИА Новости ავიაკომპანიის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ფრენის ხანგრძლივობა 2 საათი და 35 წუთი იქნება. ბილეთის მინიმალური ფასი კი ერთი გზა 64 ევროა, რომელიც მოიცავს 10 კგ ტვირთსა და 5 კგ ხელის ბარგს.

“თბილისში ბევრი რამის ნახვა შეიძლება: ძველი ციხე-სიმაგრეები, ტაძრები მაღალ მთაზე, ძველი ქალაქის კოლორიტული კვარტლები და ულამაზესი პეიზაჟები… ყველაფერთან ერთად, სიამოვნებას მოგანიჭებთ ქართული სამზარეულოს კერძები და ცნობილი ღვინოები”, — აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის საგენტოში აცხადებენ, ”ურალის ავიახაზები” თბილისისკენ კვირაში 4 სიხშირით იფრენს.

შეგახსენებთ, ჟუკოვსკის აეროპორტიდან ”ურალის ავიახაზებისთვის” სიხშირეებზე უარის თქმის გამო, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ, 15 ივლისს ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს ოთხი სიხშირე გაუჩერა. თუმცა, შემდგომში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრობლემა მოგვარდა და Georgian Airways-ი მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეისებს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები