LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვის აეროპორტში ავიაკატასტროფის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა

383
მოსკოვიი

მოსკოვის აეროპორტში თვითმფრინავის ავარიული დაშვებისას დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოებში 37 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის 6-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სამგზავრო ლაინერი რეისს მოსკოვიდან მურმანსკის მიმართულებით ასრულებდა. თვითმფრინავის ბორტზე 78 მგზავრი იმყოფებოდა.

ერთ- ერთი ვერსიით, აფრენიდან 30 წუთში თვითმფრინავს მეხი დაეცა და ელექტრომოწყობილობები მწყობრიდან გამოვიდა.

ვითარების გათვალისწინებით, პილოტმა უკან მიბრუნებას ისევ მოსკოვის საერთაშორისო აეროპორტში დაშვება არჩია. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, თვითმფრინავმა დაჯდომა მხოლოდ მეორე ცდაზე შეძლო. ოფიციალური პირების განმარტებით, თვითმფრინავს ცეცხლი ავარიული დაშვებისას გაუჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები