LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვმა და ცხინვალმა ორმაგ მოქალაქეობაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს

61
რუსეთი და ცხინვალი

რუსეთმა და მის მიერ 2008 წელს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებულმა სამხრეთ ოსეთმა ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

მედიის ცნობით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა და რუსეთის ელჩმა სამხრეთ ოსეთში, მარატ კულახმეტოვმა დოკუმენტს ხელი დღეს მოაწერეს. დოკუმენტის თანახმად, ერთი მხარის წარმომადგენლებს შეუძლიათ მიიღონ მეორე მხარის მოქალაქეობა და ამასთან, არ დაკარგონ პირველადი მოქალაქეობა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებას მხარი აგვისტოში დაუჭირა. მსგავსი შეთანხმების გაფორმებას რუსეთის ფედერაცია აფხაზეთთანაც გეგმავს. ოფიციალური ცნობით, დოკუმენტი კვლავ შემუშავების პროცესშია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები