LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოსთხოვა ჩემს სიძეს, რომ სხვა მაგიდასთან გადამჯდარიყო” – ბუსა ჟვანიას ლევან თოფაძესთან ინციდენტამდე რესტორანში კონფლიქტი მოუვიდა

1485
pjimage (1)

გარდაცვლილი ექსპრემიერის, ზურაბ ჟვანიას შვილს, ბუსა ჟვანიას ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილთან, ლევან თოფაძესთან დაპირისპირებამდე რამდენიმე დღით ადრე, “კუს ტბის” რესტორნაში კონფლიქტი ჰქონდა.

როგორც ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე “ტვ პირველს” უყვება ბუსა ჟვანია მის სიძეს დაუპირისპირდა.

“შემიძლია დავადასტურო, რომ ნამდვილად ადგილი ჰქონდა ჩემს სიძესა და ბუსა ჟვანიას შორის მცირე კონფლიქტს. ამასთან დაკავშირებით მე დავურეკე ბუსა ჟვანიას, პირადად მქონდა მასთან საუბარი. ვესაუბრე, გავაფრთხილე და ვუთხარი, რომ მისი მხრიდან არ მომხდარიყო კონფლიქტის გაგრძელება.
მან მოსთხოვა ჩემს სიძეს, რომ მაგიდა დაეტოვებინა. მას სურდა იმ მაგიდაზე დაჯდომა და მოსთხოვა, რომ სხვა მაგიდასთან გადამჯდარიყო და ამას მოჰყვა უსიამოვნება.

ჩემი დარეკვის და მასთან საუბრის შესახებ არავინ არ იცის, მეტნაკლებად ვიცოდი, მისი ცოტა კრიმინალური მიდრეკილების შესახებ, მე მას ვესაუბრე და გავაფრთხილე, რომ არ ყოფილიყო მისი მხრიდან, ეს კონფლიქტი გაღვივებული და უფრო დიდ დაპირისპირებაში გადაზრდილი”, – ჰყვება ადვოკატი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები