LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობისთვის პედაგოგი სამსახურიდან გაათავისუფლეს

196
237326089

22 იანვარს თელავის მეფე ერეკლე მეორის სახელობის სკოლაში ინციდენტი მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიოლოგიის მასწავლებელმა მე-6 კლასელ მოსწავლეზე ფიზიკურად იძალადა. შემთხვევა სკოლის ადმინისტრაციამ დაადასტურა. “ფორტუნას” აღნიშნული ინციდენტის შესახებ რაიონის პოლიციის განყოფილებაში განუმარტეს, რომ უწყებას  საქმეზე საჩივარი არ მიუღია.

სკოლის დისციპლინარული საბჭოს გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი. პედაგოგის გათავისუფლებას სკოლის დირექტორმა ხელი უკვე მოაწერა.

ვინაიდან მოსწავლეს ფიზიკური ძალადობის ნიშნები არ ეტყობოდა, დირექციამ სამართალდამცავ ორგანოებს ინციდენტის შესახებ არ მიმართა და საკითხი ადგილზევე მოაგვარა.  სკოლის გადაწყვეტილებით, პედაგოგი, რომელმაც მოსწავლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, პედკოლექტივმა “შინაურულად” დასაჯა.

პედაგოგი მე-6 კლასის მოსწავლეს ფიზიკურად გაუსწორდა: შსს-ში ინფორმაცია არ შესულა

შეგახსენებთ, რომ 22 იანვარს, ბიოლოგიის პედაგოგმა მე-6 კლასელი მოსწავლე გაკვეთილის მიმდინარეობიდან რამდენიმე წუთში დერეფანში გაიყვანა და თმებზე მოქაჩა. შემთხვევა სკოლის შენობაშივე განთავსებულმა ვიდეოსათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები