LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსწავლის ცოდნა შესაძლოა, მე-6 და მე-10 კლასებში გამოცდით შეფასდეს

image

მოსწავლის ცოდნა შესაძლოა, მე-6 და მე-10 კლასებში გამოცდით შეფასდეს. ამის შესახებ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ, გამოცდების ახალ მოდელთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც გორგოძემ აღნიშნა, უნდა არსებობდეს, არა მაღალი, არამედ, დაბალი რისკის გამოცდა, რომელიც ბავშვის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.

გორგოძემ მე-10 კლასში გამოცდის საჭიროებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამოცდა არ უნდა იყოს ორიენტირებულო მოსწავლის კლასში ჩატოვებაზე, არამედ მან ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლის განვითარებას. რაც შეეხება მე-6 კლასში გამოცდების ჩატარების საჭიროებას, გორგოძის თქმით, მაგალითად, მე-6 კლასში უნდა შემოწმდეს, იცის თუ არა მოსწავლემ წერა-კითხვა.

გორგოძის თქმით, გამოცდები ცენტრალიზებულად ჩატარდება და სკოლას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები