80 წლის ნიუ-იორკის მცხოვრები ჯუდიტ ჰანტი საავადმყოფოში 31 იანვარს მოათავსეს. მას ბარძაყის ძვლის მოტეხილობა დაუდგინეს.

საავადმყოფო კი ჯუდითმა რამდენიმე დღის წინ დატოვა, მას შემდეგ რაც დაამარცხა სეფსისი, ანევრიზმა, ჩაუტარდა ოპერაციები მუცლისა და მკერდის არეში და ამ ყველაფერთან ერთად გადაიტანა კორონავირუსი.

ჰანტი „სიენენთან“  საუბარში ამბობს, რომ „ეს ყველაფერი ისტერიულად სასაცილო იყო“.

„როგორც კი გამოჯანმრთელებისკენ მივდიოდი, რაღაც ახალი პრობლემა ჩნდებოდა. ბოლოს უკვე მეცინებოდა“. 

მარტში ჯუდიტს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას ჰიდროქსიქლოროქინით მკურნალობდნენ, რის შემდეგაც გულის დაავადება განუვითარდა.

ექიმები მის გამოჯანმრთელებას სასწაულს უკავშირებენ. ჯუდიტის ექიმი ამბობს, რომ 80 წლის ქალბატონს საოცარი გენეტიკა აქვს და რომ შეიძლებოდეს, მის გენეტიკას საკუთარ სისხლში მოათავსებდა.

გადატანილი მძიმე დღეების შემდეგ ჯუდიტმა ორ მეგობართან ერთად დასვენება გადაწყვიტა.

მეგობრები აპირებენ, ბრუკლინში ბინა იქირაონ.

„წარმოდგენა არ მაქვს, რა იქნება მომავალში, მაგრამ მომავალი აუცილებლად იქნება“, – ამბობს ჯუდიტი.

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05