LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოუსმინეთ რა დღეში ჩააგდო იმ რეჟიმმა ეს ოჯახები, მერე თუ კიდე მათ მხარეზე დადგებით, მაშინ თქვენც ხელს აწერთ იმ დანაშაულებზე რაც იმ რეჟიმმა ჩაიდინა: ზურა ხაჩიძე

117
2222222222222222222222222

რუსთავის ციხესთან სააკაშვილის რეჟიმის დროს დაზარალებული პირების მიერ გამართულ აქციას, ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ვინც „ნაციონალური მოძრაობას“ უჭერს მხარს ამ ადამიანების ისტორიებს უნდა მოუსმინონ.

მისი თქმით, თუ ამ ისტორიების მოსმენის შემდეგ ადამიანები კვლავ მათ დაუჭერენ მხარს, მაშინ ისინი ხელს აწერენ იმ დანაშაულებზე რაც იმ რეჟიმმა ჩაიდინა.

„ჩართეთ ტელევიზორი და გადართეთ პირველ არხზე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებო და მოუსმინეთ რა დღეში ჩააგდო იმ რეჟიმმა ეს ოჯახები! ამის მერე კიდე თუ მათ მხარეზე დადგებით მაშინ თქვენც ხელს აწერთ იმ დანაშაულებზე რაც იმ რეჟიმმა ჩაიდინა!!! გული დამეწვა და კიდევ ერთხელ გამახსენდა თუ რა სისასტიკე მეფობდა იმ ავად სახსენებელ დროს! მე არ ვიცოდი დღევანდელი აქციის შესახებ თორე მანდ ვიქნებოდი!“,- წერს ზურა ხაჩიძე.

„სამუდამო პატიმრობა გეკუთვნის სააკაშვილო გაუბედურებული ოჯახების გამო“ – რუსთავის ციხესთან სააკაშვილის რეჟიმის დროს დაზარალებული პირები აქციას მართავენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები