LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვარდნილმა წყალმა სახიდე გადასასვლელი დააზიანა – სენაკი-ფოთი-სარფის მონაკვეთზე შეზღუდვა დაწესდა

58
1

22 სექტემბერს, 10:30 სთ-დან 17:30 სთ-მდე, სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 97-ე კილომეტრზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა დააზიანა მდინარე ყოროლისწყალზე არსებული დროებით მოწყობილი სახიდე გადასასვლელის საყრდენი შუა ბურჯი და საჭიროა სპეციალისტების მიერ აღნიშნული მონაკვეთის შესწავლა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით განხორციელდება.

 

პოპულალურები