LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვერიდოთ ამ თემით სპეკულირებას და ეთნიკური შუღლის გაღვივებას – გახარია დავით გარეჯზე

109
გარეჯიდავით

ვინც ცდილობს ამ თემით სპეკულირებას და ეთნიკური შუღლის გაღვივებას, ძალიან ფრთხილად ვიყოთ ამ თემასთან – ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დავით გარეჯის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა. მის განცხადებას შსს ავრცელებს.

მინისტრის თქმით, საზღვრის დემარკაცია მაქსიმალურად მოკლე ვადებში უნდა დასრულდეს.

„ყველას მოგვეხსენება, რომ ეს არის ძალზედ ფაქიზი თემა. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი მემკვიდრეობა, პოსტ-საბჭოთა მემკვიდრეობა და საზღვრის დემარკაცია მაქსიმალურად შესაძლებელ, მოკლე ვადებში უნდა დავასრულოთ. მე ერთმნიშვნელოვნად მოვუწოდებ ყველას, ვინც ცდილობს ამ თემით სპეკულირებას და ეთნიკური შუღლის გაღვივებას, არ მოვერიდები ამ სიტყვებს, ძალიან ფრთხილად ვიყოთ ამ თემასთან, რამეთუ დემარკაციის ფარგლებში, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან და ჩვენს მოძმე სახელმწიფოსთან შეთანხმებას მივაღწევთ ისეთს, რომლის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება როგორც კულტურული მემკვიდრეობა, ასევე ჩვენი ეკლესიის ინტერესი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა ცოტა ხნით დაკეტილი იყო. ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია არქიმანდრიტმა კირიონმა (ონიანი) გაახმოვანა და დახმარება ითხოვა. ის ამბობდა, რომ აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებდნენ. მათ შორის პრობლემები ჰქონდათ გადაადგილების კუთხით ტურისტებსა და მომლოცველებს.მაშინ არქიმანდრიტმა თქვა, რომ გარეჯში სიტუაცია მას შემდეგ გართულდა, რაც იქ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა.

აღდგომის დღესასწაულამდე ერთი დღით ადრე, სასულიერო პირებისთვის, მომლოცველებისა და ტურისტებისთვის უდაბნოს მამათა მონასტრამდე მისასვლელი გზა გაიხსნა.