LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოვისმინე, რომ თურმე ვარ სამშობლოს მოღალატე და ოკუპანტი სახელმწიფოს ჯაშუში” – ხიდაშელი

114
ხიდაშელი

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი დავით გარეჯის რუკებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მას კარტოგრაფიული მასალა მას რომელიმე ხელისუფლებისთვის არ ჩამოუტანია.

მისი თქმით, მან სამშობლოს, ის მტკიცებულებები დაუბრუნა, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების დროს.

განცხადებაში ბიზნესენი ამბობს, რომ პრესკონფერენციის გამართვასაც აპირებდა, მაგრამ კოვიდ 19-ის გამო მის გეგმებში გარკვეული კორექტივები შევიდა.

რა ვიცით ბიზნესმენზე, რომელმაც საქართველოში 1938 წლის რუკა დააბრუნა და რა აკავშირებს ლევან ვასაძესთან

ხელი მიუწვდება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის სხვადასხვა კლასიფიკაციისა თუ დანიშნულების რუკებზე. 

ის განცხადებაში წერს, რომ გაოგნებულია მის მიმართ ბოლო დროს გაკეთებული შეფასებებით.

“უკანასკნელი დღეების განმავლობაში რა არ მოვისმინე საკუთარ თავზე სხვადასხვა ტელევიზიებიდან: რომ თურმე ვარ სამშობლოს მოღალატე და ოკუპანტი სახელმწიფოს ჯაშუში; რომ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უდიდესი ძალისხმევის შედეგად მოძიებული უმნიშვნელოვანესი კარტოგრაფიული მასალის საქართველოში დაბრუნება – თურმე ქვეყნის მტრობა ყოფილა.

საქმე მხოლოდ უაპელაციო ბრალდებებში, ცილისწამებასა და ენითაუღწერელ შეურაცხყოფებშიც არ არის, თუმცა, დამეთანხმებით, პოლიტიკიდან შორს მდგომი ადამიანისთვის და, განსაკუთრებით, მისი ოჯახისთვის, ესეც დიდი განსაცდელია.

გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ გაოგნებული ვარ საკითხისადმი ასეთი დამოკიდებულებით – აღნიშნული კარტოგრაფიული მასალა რომელიმე ხელისუფლებისთვის არ ჩამომიტანია. მე ჩემს სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, მათ შორის იმათაც, ვინც თავს მესხმის, ის მტკიცებულებები დავუბრუნე, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების დროს”, – ამბობს ხიდასელი განცხადებაში. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები