LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოვუწოდებ იმ პირებს, რომლებიც A კატეგორიის ტაქსებს მართავენ და არასოდეს აუღიათ ნებართვა, 20 მარტამდე მიმართონ მუნიციპალიტეტს” – კალაძე

163
კალაძე-ტაქსი

თბილისის მერის განცხადებით, პირებმა, რომლებიც A კატეგორიის ტაქსებს მართავენ და არასოდეს აუღიათ ნებართვა, მუნიციპალიტეტს ლიცენზიისთვის 20 მარტამდე უნდა მიმართონ. როგორც კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პირველი აპრილიდან ისინი უვადო ნებართვებს ვეღარ მიიღებენ.

„საზოგადოებამ უკვე იცის, რომ 20 მარტიდან შეწყდება ძველი სისტემით A კატეგორიის ტაქსის ნებართვების გაცემა და პირველი აპრილიდან განსხვავებული მოდელი ამოქმედდება – ერთჯერადად დარიგდება უვადო ნებართვები, რომლის გაყიდვას, ყიდვას, იჯარით გაცემას თვითონვე შეძლებენ ნებართვის მფლობელები.

A კატეგორიის ნებართვები უვადო გახდება – რას ითვალისწინებს ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი

თბილისის მერია ნებართვებს მეტად აღარ გასცემს, ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ იმ პირებს, რომლებიც A კატეგორიის ტაქსებს მართავენ და არასოდეს აუღიათ ნებართვა, 20 მარტამდე მიმართონ მუნიციპალიტეტს და აიღონ ძველი სისტემით გათვალისწინებული A კატეგორიის ნებართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი პირველ აპრილს ვეღარ მიიღებენ უვადო ნებართვებს. გარდა ამისა, გაიზრდება უნებართვო საქმიანობაზე ჯარიმების გადასახადი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“ვისაც არასოდეს აუღია A კატეგორიის ნებართვა, 20 მარტამდე უნდა მიმართონ მუნიციპალიტეტს” – კალაძე ტაქსის მძღოლებს აფრთხილებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები