LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვუწოდებ საერთაშორისო პარტნიორებს, “სამხრეთ ოსეთი” აუცილებლად შეცვალონ ტერმინით “ცხინვალის რეგიონი”: სამხარაძე

48
ნიკოლოზ სამხარაძე

“მინდა მოვუწოდო საერთაშორისო პარტნიორებს, ტერმინი “სამხრეთ ოსეთი”, რომელიც ქართულ კანონმდებლობაში არ არსებობს, აუცილებლად შეცვალონ ტერმინით – “ცხინვალის რეგიონი”. მოგიწოდებთ, ამ მიმართულებით ყველამ ერთად ვიმუშაოთ.” – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

სხდომაზე დღეს დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ მომზადებული რეზოლუცია განიხილეს.

როგორც სამხარაძემ აღნიშნა, ეს ტერმინი საბჭოური გადმონაშთია, რომელიც სტალინისტური პოლიტიკის შედეგია:

“ეს ტერმინი საბჭოური გადმონაშთია, რომელიც სტალინისტური პოლიტიკის შედეგია. 1922 წელს შეიქმნა და პირველად გამოჩნდა ოფიციალურ დოკუმენტებში. ყოფილი საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე კომუნისტური სახელების გადარქმევა ხდება. ყველა დიდ ქალაქს, რომელსაც კომუნისტური ტიპის სახელი ჰქონდა, სახელი ყველა სახელმწიფოში გადაერქვა.

საბჭოთა მემკვიდრეობიდან დარჩენილია ტერმინი “სამხრეთ ოსეთი”, რომელსაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც იყენებენ. მინდა მოვუწოდო ყველას, მინდა ვთხოვო ჟურნალისტებსაც, გამოიყენონ ტერმინი “ცხინვალის რეგიონი”, რაც არის ჩვენი კანონმდებლობით გაწერილი.

მინდა მოვუწოდო საერთაშორისო პარტნიორებს, ტერმინი “სამხრეთ ოსეთი”, რომელიც ქართულ კანონმდებლობაში არ არსებობს, აუცილებლად შეცვალონ ტერმინით “ცხინვალის რეგიონი”. მოგიწოდებთ, ამ მიმართულებით ყველამ ერთად ვიმუშაოთ.” – განაცხადა სამხარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები