LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანის ჯარები აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონიდან – იენს სტოლტენბერგი

92
stoltenberg

რუსეთს მოვუწოდებთ, რომ გაიწვიოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების განცხადება და გაიყვანოს ჯარები ამ ტერიტორიებიდან,” – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან  განაცხადა.

იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ნატოს გენმდივანმა საზღვაო აკვატორიაში სამხედრო დანაყოფების გაძლიერებაზეც ისაუბრა.

“ჩვენ მივესალმებით შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებულ როლს, ამიტომაც ვაძლიერებთ ურთეირთობებს საქართველოსა და  ნატოს შორის და ეს თანამშრომლობა ყველა მიმართულებით გაძლიერდება. სამხედრო ძალები საზღვრებზე საზღვაო აკვატორიაში, ჩვენ ვნახავთ დღეიდან, რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით მრავალეროვნული სწავლების ფარგლებში. ჩემს ამ პოზიციაზე ყოფნის პერიოდში აქტიურდება საზღვაო აკვატორიაში მოქმედი სამხედრო დანაყოფები,” – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები