LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოვუწოდებთ სახელმწიფოს, დროულად მოახდინონ რეაგირება“: საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

433
საქართველო

საქართველოს საპატრიარქო დუშეთის რაიონში უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.

მათი თქმით, წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიასთან სამშენებლო სამუშაოებს უცხოური კომპანია უკანონოდ აწარმოებს.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღვარევის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობას.

როგორც ირკვევა, აღნიშნული მშენებლობა არ ყოფილა შეთანხმებული არც სახელმწიფოს სათანადო უწყებების წარმომადგენლებთან და არც საქართველოს საპატრიარქოს შესაბამის განყოფილებებთან.

მშენებლობას უცხოური კომპანია თვითნებურად აწარმოებს, რაც ყოვლად დაუშვებლად მიგვაჩნია, რადგან მსგავსი ქმედება საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის კულტურულ მემკვიდრეობას.

 

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური-ს ფოტო.


მოვუწოდებთ სახელმწიფოს შესაბამის სამსახურებსა და უფლებამოსილ პირებს, დროულად მოახდინონ რეაგირება აღნიშნული ფაქტის თაობაზე. ვიმედოვნებთ, რომ მათი ქმედითი და სწრაფი ჩარევით აღიკვეთება ნაღვარევის ტაძრის მიმდებარედ ყოველგვარი უკანონო ქმედება, ტაძარი არ დაკარგავს თავის იერსახეს, კულტურული ძეგლის მიმდებარე ტერიტორია დაუბრუნდება პირვანდელ მდგომარეობას და მაქსიმალურად იქნება დაცული სახელმწიფოსა და ეკლესიის ინტერესები“, – ვკითხულობთ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები