LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოწამეთას მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

77
237743725

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ტყიბულის მუნიციპალიტეტში, მოწამეთას მონასტერთან, კულტურული მემკვიდრეობის და ტურისტული ზონების კეთილმოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.

პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ღირებულება დაახლოებით 1. 4 მილიონი ლარია.

სამუშაოები ითვალისწინებს გალავნის კედლების გამაგრებას. ასევე, ვიზიტორთა ცენტრის, ავტოსადგომის, საკომუნიკაციო სისტემის და საპირფარეშოების მშენებლობა- რეაბილიტაციას.

პროექტის მიზანია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც იმერეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები