LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოზარდი, რომელიც რეანომობილის გაუმართაობის გამო დამძიმდა, გარდაიცვალა

833
LUKA 2

ლუკა ფოფხაძე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეანომობილის გაუმართაობის შედეგად გართულდა, გარდაიცვალა. 

„ამასაც მოვერევით, ოღონდ დამეხმარეთ“ - ლუკას მდგომარეობა დამძიმდა

"ახალი პრობლემა, მენინგიტი+სეფსისი,სამი სიკვდილი დავამარცხეთ ლოცვით"

16 წლის მოზარდი რაჭიდან კლინიკაში 19 ივლისს შეიყვანეს. ის ზღვიდან დაბრუნების შემდეგ დაუდგენელი ვირუსით ავად გახდა. მოგვიანებით, როცა ის ამბროლაურის კლინიკაში გადაჰყავდათ, გზაში რეანომობილის აპარატურა დაზიანდა. ამან კი 16 წლის ბიჭის მდგომარეობა დაამძიმა. პაციენტის კლინიკაში გადაყვანა 3 საათით დაგვიანდა.

ის უგონო მდგომარეობაში 41 დღის განმავლობაში იყო.

გარდაცვლილის მამიდის, ფატი გოგოლაშვილის ინფორმაციით, მოზარდი ქუთაისში მკურნალობდა, მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

მომხდარზე მოკვლევა დაწყებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები