წარმოგიდგენთ ცნობილი ქართველი პოლიტიკოსებისა და სხვა პროფესიის ცნობილი ადამიანების მრავალშვილიან ოჯახებს. თითოეული მათგანი არა მხოლოდ პირად ცხოვრებაში, არამედ პროფესიაშიც წარმატებულია.

კახა კალაძე

კახა კალაძე ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი და მიმზიდველი ქართველი პოლიტიკოსია. კალაძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა და მოღვაწეობა პოლიტიკურ სფეროში გააგრძელა. ის მმართველი პარტიის “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი და თბილისის მერია. ამასთან, კახას ცხოვრებაში ოჯახს დიდი ადგილი უკავია.

ახლახანს მან ისიც აღნიშნა, რომ იმის გამო, რომ მისთვის რთულია მერის მოვალეობების შესრულება და ოჯახზე ზრუნვის შეთავსება, არ აპირებს მერის მეორე ვადის არჩევნებში მოანაწილეობას. მისი მეუღლე ცნობილი ქართველი დიზაინერი ანუკი არეშიძეა, რომელთანაც ოთხი ვაჟიშვილი ჰყავს: ლევანი, კახა, ლუკა და ყველაზე უმცროსი ნიკოლა.

 

ლევან ვასაძე

ქართული ტრადიციების ცნობილი მცველი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე რვა შვილის – ოთხი გოგონა და ოთხი ბიჭის მამაა. მისი მეუღლე ნინო დურგლიშვილია. ბავშვები ტრადიციულ ატმოსფეროში იზრდებიან, ხშირად ატარებენ ეროვნული სამოსს. ბიჭები რაგბზე, გოგონები კი ბალეტზე დადიან.

მამუკა ხაზარაძე

ქართველი ბიზნესმენი, “თიბისი ბანკისა” და სოციალური მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე, ასევე მრავალშვილიანი მამაა. ხაზარაძეს ხუთი შვილი ჰყავს – სამი ქალიშვილი და ორი ვაჟი. ბიზნესმენის უფროსმა ქალიშვილმა, ანა ხაზარაძემ, ცხოვრება ხელოვნებას დაუკავშირა და რეჟისორის პროფესია აირჩია. გასულ წელს ანა კოტე გუნიაზე დაქორწინდა. წყვილმა ერთობლივი ბიზნესი გახსნა და “როუზბუდის” წინდებს აწარმოებენ.

ნინო ცქიტიშვილი

მოდელი, სამოდელო სააგენტოს “ლუქ მოდელსის” დამფუძნებელი ნინო ცქიტიშვილი, ცნობილი ქართველი კალათბურთელის ნიკა ცქიტიშვილის და და ყოფილი კალათბურთელის და პოლიტიკოსის ვატო ნაცვლიშვილის მეუღლეა. იშვიათი სილამაზით გამორჩეული ნინო ოთხი შვილის დედაა. მისი უფროსი ქალიშვილი წარმატებული მოდელი თაკო ნაცვლიშვილია, რომელიც წამყვანი მსოფლიო ბრენდების შოუებში იღებს მოანწილეობას.

ბიძინა ივანიშვილი

ქართველი მილიარდერი, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მრავალშვილიანი ოჯახის მამაა.  ბიძინას შუათანა ვაჟი, ბერა ივანიშვილი, ხშირად ჩნდება ჟურნალისტების წინ. ის მუსიკის სფეროში მოღვაწეობს. ბერას გარდა, პოლიტიკოსს კიდევ სამი შვილი ჰყავს: უფროსი ვაჟი უტა, ქალიშვილი გვანცა და უმცროსი ვაჟი ცოტნე.

რამდენიმე დღის წინს, ბიძინას ვაჟი ბერა ივანიშვილი მამა გახდა. მისი მეუღლე ყოფილი მოდელი ნანუკა გუდავაძეა. პატარას მშობლებმა ბერუკა დაარქვეს.

სოსო ფხაკაძე

“ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტი სოსო ფაკაძე ოთხი შვილის მამაა. მისი მეუღლე მოდელი და მოცეკვავე ნათია კანდელაკია. ნათია მხოლოდ 16 წლის იყო, როდესაც წყვილი დაქორწინდა. მიუხედავად იმისა, რომ ნათიამ უნივერსიტეტში ჩააბარა და სწავლა განაგრძო, პროფესიით აღარ უმუშავია და მთელი დრო და ენერგია ოჯახს მიუძღვნა.

თეა დარჩია

ეროვნული ბალეტის “სუხიშვილების” ყოფილ მოცეკვავეს, ქორეოგრაფ თეა დარჩიას, რთული დასაჯერებელია, მაგრამ ოთხი შვილი ჰყავს.

ვიდეოში, თეა ქალიშვილთან ერთად ცეკვავს.

სხვათა შორის,  თეამ მეუღლე გუჯა მათიაშვილი ანსამბლში გაიცნო. ისინი ერთად  ხუთი წლის განმავლობაში ცეკვავდნენ. შემდეგ თეა მიხვდა, რომ ეს იყო ის მამაკაცი, რომელიც მისი შვილების მამა უნდა გამხდარიყო და ასეც მოხდა.

მსგავსი თემები