LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მრევლი უნდა დარჩეს სიმშვიდეში, სიყვარული გაიმარჯვებს – მამა ალექსანდრე გალდავა

254
MAMAO

საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე მოვლენები, პეტრე ცაავას სკანდალური განცხადებები, მისი გათავისუფლება ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან, ისე სინოდის წევრობიდან და სასულიერო პირების შეფასებები – რადიო “ფორტუნას” დღის თემაში” მამა ალექსანდრე გალდავამ ბოლო დღეების მოვლენები შეაჯამა.

“მე ვფიქრობ, ერთი გეგმის ნაწილია, რომ რაღაც ძალები შეხმატკბილებულად მოქმედებენ ეკლესიის წინააღმდეგ, მეუფე პეტრეს არ ვგულისხმობ, მაგრამ გაძლიერებულია ეკლესიაზე თავდასხმები. ვისაც არ ეზარება, შეუძლია, რომ თავისი მოსაზრებები გამოხატოს ან ეჭვები დაბადოს.

მეუფე პეტრეს რაც შეეხება, ის 2 წლის განმავლობაში აყენებდა შეურაცხყოფას პატრიარქს. ადმინისტრაციაზე იყო თავიდან და მერე უკვე გადავიდა მის უწმინდესობაზე.

მან თქვა, რომ დაინგრა მითი, რომ მისი უწმინდესობა არის მწყემსი კეთილი.

ეს ხდება იმ მიზნით, რომ მოხდეს ეკლესიის დისკრეტიტირება, მოხდეს პატრიარქის ღვაწლის არ დაფასება და პირიქთ, ჩირქი მოცხება. 

კომუნისტების პერიოდში მოხდა ეკლესიის დისკრედიტირება. დღესაც მსგავსი რამ არის,

ახალი წარმართული ეპოქა იწყება მსოფლიოში, იმ რეგიონში, სადაც დღეს უნდა შევიდეს ცივილიზაცია მასშტაბურად, ცდილობენ, მოხდეს ეკლესიის დაშორება ხალხთან. 

“ფორტუნას კითხვაზე”, არის თუ არა დღეს პრობლემები საპატრიარქოში, მამა ალექსანდრე პასუხობს:

“არ არსებობს ცოცხალი ორგანიზმი, სადაც პრობლემა არაა. ამხელა ინსტიტუციაა, ამდენი ადამიანია და პრობლემებიც იქნება მსგავსი, მაგრამ ეს ჩვეულებრივი პრობლემებია, რასაც გადაჭრა სჭირდება. ჩვენ გადაჭრის გზები უნდა ვეძებოთ და არა რევოლუციებით ან სურვილი გქვონდეს კარიერული წინსვლის და ამის გამო მთელ ეკლესიას დარტყმის ქვეშ დავაყენოთ.

თუ რაიმე ჰქონდა მეუფე პეტრეს, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დაეწყო გაჯანსაღება. ჯერ ერთი ფაქტი მოეტანა, შეესწავლათ, მერე მეორე და ა. შ. აბა , როგორ უნდა მოხდეს. რომ ვიყვირებთ, გავლანძღავთ, უკეთეს მდგომარეობაში ჩავაყენებთ ? 

ეკლესიაში პრობლემა იყო, არის და იქნება, ისევე როგორც ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმში. 

მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის არაერთხელ დაუმძიმებიათ ჯვარი, არასოდეს მიფიქრია ვინმეს დასჯა - მუდამ მხოლოდ თქვენს დახმარებაზე ვფიქრობ

პატრიარქის თქმით, ეკლესიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს როგორც ეკლესიაში, ასევე ქვეყანაში მშვიდობის დამკვიდრებისათვის.

მრევლმა იცის, რომ ეკლესია წმინდაა და წმინდაა ის სწავლება და მადლი, ხოლო პიროვნებები, მღვდელები, ისევე როგორც ყველა მოკვდავი, არის დაცემული ბუნების.

მრევლი უნდა დარჩეს სიმშვიდეში, ეკლესია შინაგანად იწმინდება და ყველაფერს ერქმევა თავისი სახელი. დავინახავთ, ვინ იქნება ეკლესიის ერთგული შვილი და ვინ თავისი პირადი ამბიციების მსხვერპლი.

მრევლს ვეტყვი, რომ დამშვიდდნენ, ნუ იღელვებენ, პატრიარქი მხნედ არის, მოსაყდრე მხნედ არის, ასე რომ ყველაფერი ისევ ისეა და სიყვარული ისევ გაიმარჯვებს. ჩვენთვის სამწუხარო იქნება, ყველა ადამიანის დაკარგვა ეკლესიიდან”, – განაცხადა მამა ალექსანდრემ. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები