LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსახიობ კასანდრა ბონასს „ჰარის ყოფილი შეყვარებულის“ სტატუსი აღიზიანებს

210
prnchrex

31 წლის ბრიტანელ მსახიობს კასანდრა ბონასს ძალიან უყვარს საკუთარი პროფესია და სურს, რომ პუბლიკამ მისი როლები შეაფასასოს და არა პირადი ცხოვრება, რადგან პრესა ჯერ კიდევ აქტიურად განიხილავს მის რომანს პრინცთან, ბონასს კი, „ჰარის ყოფილი შეყვარებულის“ სახელით მოიხსენიებს. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ჟუნნალთან ინტერვიუში მსახიობმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალიან აღიზიანებს საკუთარი სტატუსი, რომელსაც ვერაფრით დააღწია თავი.

„ვფიქრობ, ამგვარი სტერეოტიპებით მხოლოდ შეზღუდული ადამიანები ცხოვრობენ. ძალიან მიყვარს ჩემი სამუშაო და მინდა, რომ პუბლიკამ სწორედ ჩემი როლებით მიმიღოს და არა წარსულის განხილვით“, –  აღნიშნა მსახიობმა და დაამატა, რომ პრინცთან დაშორების შემდეგ საკუთარ თავში შიშის დაძლევა მოუხდა და ნამდვილად არ აპირებს ძველ კომპლექსებთან დაბრუნებას.

სხვათა შორის, ჰარი და კასანდრა ერთმანეთს პრინცესა ევგენიამ გააცნო, ორწლიანი რომანის დასრულების შემდეგ კი, წყვილმა მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნა. მეტიც, ბონასი პრინცის საქორწინო ცერემონიასაც ესწრებოდა რამდენიმე თვეში კი, თვითონ გეგმავს გათხოვებას.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები