LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მსგავსი რამ არ ყოფილა საქართველოში, არ მომხდარა კომუნისტების დროიდან, ეს იყო ეპარქიის რეზიდენციაში მიმდინარე კრების დროს გარედან შეჭრის მცდელობა” – ანდრია ჯაღმაიძე

76
ანდრია-ჯაღმაიძე-1

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში დღეს განვითარებული მოვლენებს აფასებს.

მისი განცხადებით, მსგავსი რამ საქართველოს ეკლესიას კომუნისტების პერიოდიდან არ ახსოვს.

ჯაღმაიძის განცხადებითვე, ის, რაც დღეს მთელმა საქართველომ ნახა, შესაძლებელია შეედაროს მხოლოდ ძალიან მძვინვარე დევნის მომენტს

„მსგავსი რამ არ ყოფილა საქართველოში, არ მომხდარა კომუნისტების დროიდან. ეს იყო ეპარქიის რეზიდენციაში მიმდინარე კრების დროს გარედან შეჭრის მცდელობა. მსგავსი რამ ეკლესიას თანამედროვე ეპოქაში არ ახსოვს, არც ერთ ეკლესიას. ეს არის გაუგონარი თავხედობა და ეს უნდა ეხებოდეს ყველა ქართველს, ყველა მართლმადიდებელ საქართველოს მოქალაქეს, უნდა ეხებოდეს ეს. ეს არის ფეხქვეშ გათელვა ეკლესიისა და სიწმინდის“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები