LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსგავსი შეშფოთება 2008 წლის ომის დროსაც არ იყო, ხალხი არ ენდობა სისტემას – სააკაშვილი

222
BeFunky-collage (9)

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციას სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კორონავირუსის გამო შექმნილი მღელვარების მსგავსი აგვისტოს ომის დროსაც არ იყო.

სააკაშვილის შეფასებით, ხალხს არ აქვს ნდობა შესაბამისის უწყებების და სწორედ ეს იწვევს პანიკას.

“მშვენივრად მესმის იმ ხალხის, ვინც ახლა არის ძალიან შეშფოთებული და მათ შორის ის, ვინც იმარაგებს პროდუქტებს. ხალხი არ ენდობა სისტემას, ხალხი არ ენდობა იმას, რომ ისინი არიან დაცული. სულ სხვა რეაქცია ჰქონდა ხალხს, მაგალითად 2008 წელს, ომის ცხელი ფაზის დროსაც კი არ ხდებოდა მიახლოებითაც კი ესეთი რამე.

მიზეზი არის ის, რომ საზღვრის დახურვა, საქართველოს ვაი ხელისუფლებამ დაიგვიანა მინიმუმ ერთი კვირით! ჩემი აზრით აუცილებლად უნდა დაიკეტოს სკოლები, უნივერსიტეტები, უნდა გაუქმდეს დიდი საჯარო ღონისძიებები.

ლუგარის ლაბორატორია რომ არის, ეს არის მართლაც სასწაული, რომ მსოფლიოში ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო ლაბორატორია,” – ამბობს მიხრილ სააკაშვილის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები