სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით გაიზარდა 4,3 პროცენტით. აღნიშნული ზრდა, ძირითადად, განპირობებული იყო სამეწარმეო სფეროში მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 13,9 პროცენტიანი მომატებით, რამაც 3,53 პროცენტული პუნქტით მოახდინა ზეგავლენა მთლიან ინდექსზე.

საქსტატის ცნობითვე, აღნიშნულ პერიოდში ფასები 1,3 პროცენტით გაიზარდა სამშენებლო მასალებზე, ხოლო 0,5 პროცენტით – ტრანსპორტირებაზე, საწვავსა და ელექტროენერგიაზე.

წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 1,8 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 7,5 პროცენტიანი ზრდით, რაც 4,01 პროცენტული პუნქტით აისახა ინდექსის წლიურ ზრდაზე. ამავე პერიოდში დაფიქსირდა 8,1 პროცენტიანი კლება მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ჯგუფზე, რაც -2,4 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია 2018 წლის მეორე კვარტალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან და წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, ასევე ინდექსის ფორმირებაში მონაწილე ხარჯების კატეგორიების შესაბამისი წვლილები:

მსგავსი თემები