LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშობლები მხოლოდ პირველ ფოტოსესიას დაესწრნენ და არ იცოდნენ რა ფოტოებს უღებდნენ მათ შვილს – ადვოკატი

1453
BeFunky-collage (2)

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებულთაგან ორი პირის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა არ იცოდნენ, რა ფოტოებს უღებდნენ მათ შვილს და არც თანხა აუღიათ, როგორც ამას ბრალდების მხარე ამბობს. მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, მშობლები მხოლოდ პირველ ფოტოსესიას დაესწრნენ, სადაც ბავშვებს ჩვეულებრივ ფოტოებს უღებდნენ. მისივე თქმით, მხოლოდ რამდენიმე ფოტოსესია ჩატარდა თბილისში და გადაღებები ძირითადად გორში ტარდებოდა.

„ჩემ დაცვის ქვეშ მყოფებს მსგავსი დანაშაული არ უდასტურდებათ. მათ არც თანხა აქვთ აღებული და მათთვის ისიც უცნობი იყო, თუ რა სურათებს უღებდა. თავიდან რაზეც იყო დათანხმება, ფოტოსესიაზე, ეს იყო სტუდიაში გადაღებული ჩვეულებრივი სურათები. ამის შემდეგ გაგრძელდა ფოტოსესია, სადაც ბავშვი დადიოდა უბრალოდ და მშობლებისთვის უცნობი იყო, შიგნით რა ფოტოსურათების გადაღება ხდებოდა“

თავიდან იყო საუბარი, რომ სხვადასხვა გარემოების გამო იღებდნენ, მაგრამ კონკრეტულად რეკლამისთვის ჩვენთან მიმართებით არ ყოფილა. შეიძლება, სხვას უთხრეს. ორი წლის განმავლობაში არის გადაღებული. ორი წელი არის ძალიან დიდი დრო. ორი წლის განმავლობაში სულ რამდენიმე ფოტოსესია არის გადაღებული. მშობლები მხოლოდ პირველზე არიან დასწრებული“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან ადვოკატმა.

სასამართლომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებულ 7 პირს პატიმრობა შეუფარდა

წინასასამართლო სხდომა 21 ოქტომბერს ჩაინიშნა.

რაც შეეხება საქმეზე დაკავებულ კიდევ ოთხ პირს, მათგან სამ ადამიანს უკვე პატიმრობა აქვთ შეფარდებული. კიდევ ერთი დაკავებულის, ავსტრალიის მოქალაქისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს, 12:00 საათზე იმსჯელებს.

დაკავებულთაგან ერთი აშშ-ის მოქალაქეა, ერთი — ავსტრალიის, 9 მათგანი კი – საქართველოს მოქალაქე. მათ 17-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე სულ 11 პირი  დააკავეს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტო არ გამორიცხავს, რომ ბავშვთა საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სხვა პირების მიმართაც დაიწყოს.

თბილისში არასრულწლოვნების პორნოგრაფიას იღებდნენ – დაკავებულია 11 პირი, მათ შორის ბავშვების მშობლები [ვიდეო]

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები