მშვილდაძე: მელიამ მოითხოვა, რომ ეს აქცია მისი დაცვის ღონისძიებად არ გადაიქცეს

188
eyeyruu8

რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის, მიშა მშვილდაძის ინფორმაციით, ნიკა მელია ითხოვდა, რომ მისი სავარაუდო დაკავების საკითხი აქციაზე არ ეხსენებინათ. ამის შესახებ მშვილდაძემ აქციის მე-7 დღეს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“თვითონ ნიკა მელიამ კატეგორიულად მოითხოვა, რომ ეს აქცია არ გადაიქცეს მისი დაცვის ღონისძიებად. მან თქვა, რომ ის თვითონ დაიცავს თავს და მოითხოვდა, რომ საერთოდ არ გვეხსენებინა ნიკა მელია. მაგრამ რა იქნებოდა ჩვენი ქართველობა მაშინ, თუ ჩვენ ერთ ადამიანს მაინც მივატოვებთ სისტემასთან ბრძოლაში მარტო. მიუხედავად იმისა, მოგვწონს ეს ადამიანი თუ არა. რა იქნებოდა ჩვენი ქართველობა, თუ ჩვენ ფეხბეზე დავიკიდებდით სისტემის მიერ ჩაგრულ ადამიანს. ყველას აქვს დაცვის უფლება დამნაშავესაც და უდანაშაულოსაც”, – განაცხადა მშვილდაძემ.

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/364047457632798/?__xts__[0]=68.ARC6OgH–J4vl83ci10knJehX2sNLp908Ne9T55o2ny3dhFAXN1kRdPZG-Yzln3PmwIZYf5FH2YVPQXmvGGrW4DnT2Jfelq0LSDe3wxWxSBo2-1p7rOhENHG26q_YmYLkU-pjCwp11bk7saPdLZUlCbO1vIZDh8OlxDqnIHU3kvURaASUA_-zZnJSABBz-mTKQqlgfrcNO8PuqxOQi6XTF6e7RNpBXTlLpno0uFsO7n93JgygJ0BeMwCFrn0eON6BuAOBdJilhH_-eII1xvO2igtly6BnRgMNbQinVjfionKTl_3j4uLO3INVhjLRlYyla_ovLTvzLVA4HntVF_SaNjmfmdLcl0Xs3Q&__tn__=-R

აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი ორი მოთხოვნა უკვე შესრულებულია და აქციებს გახარიას გადადგომის მოთხოვნით განაგრძობენ.

პარლამენტმა პროკურატურას ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ნიკა მელიას დაკავების უფლება მისცა. 91 -მომხრე და 0 -წინააღმდეგი — ასეთია კენჭისყრის შედეგები, რომელსაც, ნიკა მელიას თხოვნით, ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს დეპუტატები არ ესწრებოდნენ.

მელია: შევალ ივანიშვილის ციხეში და გამოვალ თავისუფალ საქართველოში

"ვერ ვიფიქრებდი, რომ ცხოვრებაში შეიძლებოდა ასე ამაყად მეგრძნო თავი"

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები