LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ბანკი COVID-19-ით გამოწვეულ ზემოქმედებაზე რეაგირებისთვის 486 მილიონს გამოყოფს

75
world-bank-1

მსოფლიო ბანკი ჯანდაცვისა და ეკონომიკის მიმართულებით COVID-19-ით გამოწვეულ ზემოქმედებაზე რეაგირებისთვის ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის 486 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭოს მიერ დღეს დამტკიცებული „საგანგებო რეაგირების საწყისი გლობალური პაკეტის” ფარგლებში, ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნები ისარგებლებენ სწრაფი აღდგენის მექანიზმითა და ასევე სხვა სახის დაფინანსებით, რომლებიც სახელმწიფოებს COVID-19 (კორონავირუსის) პანდემიით გამოწვეული შედეგების შემსუბუქებასა და მათზე რეაგირებაში დაეხმარებათ.

„ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები, ისევე როგორც დანარჩენი მსოფლიო, ჯანდაცვის კუთხით საგანგებო ვითარების წინაშე დგანან, რასაც თან სოციალური და ეკონომიკური სირთულეები ახლავს, რომლის მსგავსიც ახლო წარსულში არ გვახსენდება. მსოფლიო ბანკი მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტითა და ფინანსებით ეხმარება ქვეყნებს, შეამსუბუქონ პანდემიის ზეგავლენა ადამიანების ცხოვრებაზე,“-განაცხადა ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე – პრეზიდენტმა სირილ მიულერმა.

ამჟამად, ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონის ათზე მეტი ქვეყანა მსოფლიო ბანკთან განიხილავს პროექტებს COVID-19 –ის პანდემიის ზემოქმედების შერბილებისა და მასზე რეაგირების მიზნით.

„ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ რეგიონის ქვეყნების მთავრობებთან სიცოცხლის დანაკარგების მინიმუმამდე დასაყვანად, ჯანდაცვის სისტემების გასაძლიერებლად და ეკონომიკაზე ზემოქმედების შესარბილებლად. დაფინანსების ეს პირველი ნაწილი დღეს წარმოადგენს დაუყოვნებლივ ღონისძიებას ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, ხოლო ხვალ ის მიმართული იქნება სამუშაო ადგილების და საარსებო საშუალებების დასაცავად მომდევნო ფაზების მეშვეობით“, – აღნიშნა ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის მომავალმა ვიცე- პრეზიდენტმა ანა ბიერდემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები