LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ბანკი: თუ ის ამ ტემპით გაგრძელდა, საქართველოში ვაქცინაციას 4 წელი დასჭირდება

58
ipiccy-image

თუკი ქვეყანაში ვაქცინაცია არსებული ტემპით გაგრძელდება, მაშინ მოსახლეობის 60%-ის ვაქცინებით მოცვას საქართველო 4.3 წელში შეძლებს, – ამის შესახებ გადაცემაში „ანალიტიკა“ კავკასიაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სებასტიან მოლინეუსმა ისაუბრა. მისი თქმით, არსებული შედეგები სიხარულის საფუძველს არავის აძლევს, თუმცა როგორც სებასტიან მოლინეუსი განმარტავს, ვაქცინების დაკონტრაქტებასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებისთვის კარგი სიახლე გახდება ცნობილი.

“საქართველოს დღემდე 100,000-ზე მეტი ვაქცინა აქვს გაკეთებული და მათგან ორჯერადად, ანუ სრულად 15,000-მდე ადამიანი არის აცრილი. ეს მოსახლეობის 1%-ზე ნაკლებია. შესაბამისად არამგონია 1%-ზე ნაკლები მაჩვენებლით, არსებული შედეგებით და ვაქცინაციის ტემპით ვინმე კმაყოფილი იყოს. რამდენიმე კვირის წინ დღეში 1,000 ვაქცინაცია ტარდებოდა, დღეს კი დაახლოებით 3,000-მდე აცრა ტარდება. შესაბამისად, თუკი ამ ტემპით გაგრძელდა, მაშინ 4.3 წელი მაინც დასჭირდება მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას. ამგვარად, ამ მხრივ ბევრად მეტი უნდა გაკეთდეს. თუმცა უნდა ვთქვა, რომ დღეს გლობალურ ბაზარზე საკმაოდ რთულია ვაქცინების ყიდვა და მათი დაკონტრაქტება. ვხედავთ, რომ არაერთი ქვეყანა აწყდება ამ მიმართულებით მნიშვნელოვან სირთულეებს“, – აღნიშნა მოლინეუსმა „ანალიტიკაში“ საუბრისას.

მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობა ცდილობს, რომ გააფორმოს და დააკონტრაქტოს ვაქცინები და მსოფლიო ბანკიც მას ამაში მხარს სრულად უჭერს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები