LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

87
ანა ბაირდე

17 ივნისს, პირველი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში ანა ბიერდე ეწვევა.

მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ორდღინი ვიზიტის ფარგლებში, ანა ბიერდე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და მთავრობის სხვა წევრებს, მათ შორის, ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს, ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას და ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს.

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებსაც. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა პარტნიორებთან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და განვითარების მიმართულებით მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ანა ბიერდე მოინახულებს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს – ტექნოპარკს, სადაც შეხვდება მსოფლიო ბანკის ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის  ბენეფიციარებს.

ანა ბიერდემ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა 2020 წლის მაისში დაიკავა. ამ პოზიციაზე ის ხელმძღვანელობს მსოფლიო ბანკის სტრატეგიულ, ანალიტიკურ, ოპერაციულ და საგანმანათლებლო საქმიანობას ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები