LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის 45 მლნ ევროიანი პროექტი დაამტკიცა

46
20180811-world-bank

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოში „ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისთვის“ 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება დაამტკიცა.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში მიმდინარე რეფორმების განხორციელებას ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვან სფეროებში. ის ასევე, დაეხმარება ქვეყანას შეამსუბუქოს COVID-19 პანდემიის ეკონომიკური გავლენა.

პროექტის ამოცანა იმ რეფორმების ხელშეწყობაა, რომლებიც სამუშაო ადგილების შექმნის, ეკონომიკური ინკლუზიურობის ზრდისა და მედეგობის შენარჩუნებისკენაა მიმართული. კერძოდ, ყურადღება გამახვილებულია სახელმწიფო რესურსების გამოყენების ეფექტურობის გაუმჯობესებაზე; კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე; უფრო კონკურენტული ბაზრების ხელშეწყობაზე; ფინანსური სექტორის დივერსიფიკაციაზე; მასწავლებლის მუშაობისა და ანაზღაურების გაუმჯობესებაზე; და ინვესტიციების ხელშეწყობის გაძლიერებაზე.

„ეს პროექტი ხელს უწყობს ქვეყნის გადაწყვეტილებას შეინარჩუნოს სტაბილური მაკრო-ფისკალური გარემო და განახორციელოს სტრუქტურული რეფორმები. ეკონომიკური მართვის გაუმჯობესება და კონკურენტუნარიანობის ამაღლება კი დაეხმარება საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაში, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესაბასა და ასევე, COVID-19- ის პანდემიის დასრულების შემდეგ ეკონომიკის სწრაფ აღდგენაში”,- განაცხადა “მსოფლიო ბანკის” რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში სებასტიან მოლინეუსმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები