LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ჩემპიონატის ორი ყველაზე ცნობილი სკანდალი

143

ორივე 1982 წლის ტურნირზე მოხდა.

ქუვეითის ნაკრების საჯარო პროტესტი

ქუვეითის ემირის ძმა ფაჰად ალ-აჰმედ ალ-ჯაბერ ალ-საბაჰი სულაც არ საჭიროებდა მსაჯებს და ვიდეოგამეორებებს. მისი ქვეყნის ნაკრები საფრანგეთთან 1:3-ს აგებდა, როდესაც მეტოქემ კიდევ გაიტანა. ჩათვალეს, რომ საბჭოთმა არბიტრმა მიროსლავ სტუპარმა შეცდომა დაუშვა და მთელმა გუნდმა თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვა.

ალ-საბაჰმა ნამდვილი შტურმი მიტანა მსაჯზე და ფეხბურთელების გვირაბში გაყვანას ლამობდა. არბიტრი დანებდა ქუვეითური დელეგაციის ზეწოლას და გოლი გააუქმა. საფრანგეთმა მეოთხე მაინც გაიტანა და 4:1 მოიგო.

სტუპარისთვის ეს იყო პირველი და ბოლო მატჩი მუნდიალზე. ფიფამ მას სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა „მსაჯის პატივისა და ღირსების დაცვაზე უარის თქმის“ ფორმულირებით.

 

ხიხონის სირცხვილი

ჩემპიონატზე ერთი ისეთი შემთხვევა მოხდა, რამაც ამ შეჯიბრების ჩატარების კონცეფცია შეცვალა. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ერთმანეთს ავსტრია და დასავლეთ გერმანია ხვდებოდნენ. ძველი მეტოქეების ხისტი თამაში სეირნობად შეიცვალა.

ორივე მხარეს ესმოდა, რომ გერმანელების გამარჯვებას ანგარიშით 1:0 ორივე გუნდი გაყავდა მომდევნო ეტაპზე. გერმანელებმა მე-10 წუთზე გახსნეს ანგარიში, დარჩენილი დრო კი უაზრო შორეული გადაცემებსა და საშუალო დისტანციიდან უზუსტო დარტყმებში გაილია.

ამით იმ წელს სიურპრიზად ქცეული ალჟირი დაიჩაგრა, ადგილობრივმა გაზეთმა „ელ კომერსიომ“ დაწერა კიდეც – „კრიმინალი“.

ამის შემდეგ ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩი ერთ დროს დაინიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები