LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო დონის ატრაქციად ქცევის პროცესი დაიწყო: ოქტომბრიდან ენგურჰესის კაშხლის ტურისტული მარშრუტი სრულად გაიხსნება

77
ქქქ

2021 წლის ოქტომბრიდან, სრულად გაიხსნება ენგურჰესის კაშხლის ტურისტული მარშრუტი. ის ნებისმიერი ვიზიტორისთვის ხელმისაწვდომს გახდის ენგურჰესის კაშხლის იმ უბნებში ვიზიტს, რომელიც აქამდე საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ იყო. ინფორმაციას „ბიზნესპარტნიორი“ ავრცელებს, რომელიც “ენგურის ტურისტულ ცენტრს“ ესაუბრა.

„ბიზნესპარტნიორის“ ინფორმაციითვე, ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ტერიტორიის მსოფლიო დონის ტურისტულ ატრაქციად ქცევის პროცესი დაიწყო. ამასთან, უკვე გამოიცადა ენგურჰესის კაშხლის ტურისტული მარშრუტიც, რომელიც მოიცავს ენგურჰესის არქიტექტურული ღირსშესანიშაობების დათვალიერებასა და აღმოჩენას.

ენგურჰესზე მსოფლიოში ყველაზე მაღალი ლიფტი, ექსტრემალური ატრაქციები და საბაგირო მოეწყობა - ნახეთ პროექტის ფოტოები

ენგურის ტურისტული ზონა რეგონიში ყველაზე შემოსავლიანი ტურისტული ობიექტი იქნება

შეგახსენებთ, ენგურჰესი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაგებობა და მის ტურისტულ ატრაქციად ქცევას საუბარი უკვე რამდენიმე წელია მიდის. როგორც ცნობილია, ენგურჰესის ტურისტული ზონის მოწყობის პროექტირების სამუშაოები ესტონურმა დიზაინ-არქიტექტურულმა კომპანია „კოკო არქიტექს“-მა შპს „ენგურის ტურისტული ცენტრი“-ს ინიციატივით მოამზადა, რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ენერგეტიკის განვითარების ფონდისა და ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ადმინისტრაციის მიერ ერთობლივად დაფუძნებული საწარმოა.

პროექტის მიხედვით, მსოფლიო დონის ატრაქციის – ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ინფრასტრუქტურა გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცეს, სანაოსნო ინფრასტრუქტურას, მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალ ლიფტს (280 მ) და ექსტრემალური კომპონენტების შემცველ რამდენიმე ატრაქციას მოიცავს.

არსებული გათვლებით, ენგურის ტურისტული ზონა რეგიონში ყველაზე შემოსავლიანი ტურისტული ობიექტი იქნება, რომელიც წელიწადში სავარაუდოდ 400 ათასამდე ტურისტს მოემსახურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები