LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო მოიგო მაგრამ არავინ დააფასა.. მხოლოდ ოჯახი დახვდა აეროპორტში – World Of Sport Legends

41050
BeFunky-collage (23)

ჩემპიონი მკლავჭიდში ლევან საგინაშვილი, იგივე “ჰალკი” საქართველოში გამარჯვებულის სტატუსით დაბრუნდა. ის მსოფლიოს უძლიერესი მკლავჭიდელია, ვინაიდან მან ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

საქართველოში ჩამოსულ ჩემპიონს თბილისის აეროპორტში ოჯახის წევრები დახვდნენ. ამის შესახებ World Of Sport Legends-ს ოფიციალურ  ფეისბუქ გვერდზე დაწერეს.

“მარტო ოჯახი დახვდა.. მსოფლიო მოიგო მაგრამ არავინ დააფასა. მერე რომ გამოვა სხვა ქვეყნის სახელით დაიწყება მოღალატეაო, დავაფასოთ ბიჭი”, – წერია World Of Sport Legends

ფეისბუქ გვერდზე.

ტურნირში ჰალკმა ყველა მეტოქე 6:0 დაამარცხა – მათ შორის რუსი ვიტალი ლალეტინი, რომელსაც ფინალში დაუპირისპირდა. შეჯიბრების ფინალი 9 დეკემბერს, პოლონეთში, ქალაქ რუმიაში გაიმართა.

https://www.facebook.com/1652712598326230/photos/a.1801356853461803/2428209927443156/?type=3&theater

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები