LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს 10 ყველაზე ლამაზი რკინიგზის სადგური

train-station

მსხვილი სატრანსპორტო კვანძები არა მარტო მოსახერხებელი და უსაფრთხო, არამედ ეფექტურიც უნდა იყოს – ეს ხომ პირველია, რასაც ხედავთ რკინიგზით ამა თუ იმ ქვეყანაში შესვლისას. ქალაქზე შთაბეჭდილება სწორედ აქ ყალიბდება.
აი ყველაზე ლამაზი რკინიგზის სადგურები, რომლებიც თავისუფლად შეიძლება ქვეყნის ღირსშესანიშნაობებშიც ჩაიწეროს.

 

ნიუ-იორკის ცენტრალური სადგური (Grand Central Terminal)


მსოფლიოში ყველაზე ძველ და ყველაზე მსხვილ სადგურს 44 პლატფორმა და 67 გზა აქვს. ორდონიანი სადგური 1913 წელს აშენდა. პოპულარული კაფე-რესტორნების გარდა, აქ კინოთეატრიცაა.

სენთ-პანკრასი (St. Pancras International), ლონდონი


სადგური 1868 წელს გაიხსნა და ლონდონის ცენტრშია. ის არა მარტო შესანიშნავად გამოიყურება, არამედ მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია. სწორედ აქედან გადიან პარიზისკენ და ბრიუსელისკენ Eurostar-ის მატარებლები, რომლებიც ლა მანშის ქვეშ გაივლიან.

ანტვერპენის ცენტრალური სადგური (Antwerpen Centraal), ანტვერპენი, ბელგია


ეს სამეფო ოჯახის საცხოვრებელს უფრო გავს. სადგური 1905 წელს გაიხსნა, თუმცა მატარებლები 1898 წლიდან გადიოდნენ. 1975 წელს მას არქიტექტურის ძეგლის სტატუსი მიანიჭეს, ხოლო 1998 წლიდან 11 წელი რესტავრაცია მიმდინარეობდა.

სან ბენტუს სადგური (Estacao de Sao Bento), პორტო, პორტუგალია


სადგურამდე აქ მონასტერი იყო. ხანძრის შემდეგ 1783 წელს აღადგინეს, ხოლო 1900 წელს დაიწყო მონასტრის სადგურად გადაკეთების სამუშაოები.
დარბაზები მორთულია ჟორჟ კოლასის ნამუშევრებით, რომელიც პორტუგალიურ ფილებს ხატავდა. სიუჟეტებს შორისაა ისტორიული ეპიზოდები და ბრძოლების სცენები.

 

სტრასბურგის სადგური (Gare de Strasbourg), სტრასბურგი, საფრანგეთი


სადგური თანამედროვედ და უჩვეულოდ გამოიყურება – ეს შუშის ნახევრადმრგვალი შენობაა. გუმბათი დიდი ხანი არ არის, რაც გამოჩნდა. სადგური 1883 წელს გაიხსნა. რეკონსტრუქცია 2007 წელს დასრულდა და შენობა უახლესი სუპერტექნოლოგიებითაა აღჭურვილი.

ქალაქ კანაძავას სადგური (Kanazawa Station), იაპონია


სადგურის შენობა ტრადიციული იაპონური არქიტექტურისა და თანამედროვე სტილის შერწყმაა. შესასვლელი 14-მეტრიან თაღს წააგავს, რომელიც ხელით დამზადებული ხის კოლონებისგან შედგება. აქედან იწყება შუშის სახურავი.
სადგურის შიგნით ბევრი სიმწვანეა: აქ იზრდება ხეები და ბუჩქები, არის შადრევნებიც.

 

ჩხატრაპატი შივაჯის სადგური (Chhatrapati Shivaji Terminus), მუმბაი, ინდოეთი


სადგურს ინდოეთის ეროვნული გმირის სახელი ქვია. 1996 წლამდე კი დედოფალ ვიქტორიას სახელს ატარებდა.
სადგური სასახლეს მოგაგონებთ და ასევეა მორთული შიგნითაც. ეს ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სადგურია ინდოეთში, რომელიც შორეულ მარშრუტებსაც ემსახურება.

 

საუთერნ კროსის რკინიგზის სადგური (Southern Cross Station), მელბურნი, ავსტრალია


მელბურნის მთავარი რკინიგზის სადგური ისტორიას 1859 წლიდან იწყებს. სადგურს 1960 წელს სერიოზული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, შემდეგ 2000 წელსაც გადააკეთეს. სადგური სახურავის უჩვეულო ფორმით გამოირჩევა.

 

პუერტა დე ატოჩას სადგური (Madrid Puerta de Atocha), მადრიდი


სახელწოდება მოდის ქალაქის კარიბჭის ატოჩას სახელიდან, რომელიც მე-19 საუკუნის შუაწელს აიღეს. სადგურს სამი ბაქანი აქვს, საიდანაც მატარებლები მსხვილ ტურისტულ ქალაქებამდე მიდიან.
შენობა მონუმენტალურია, ხოლო შიგნით სიმწვანეშია ჩაფლული. აქ არის ზამთრის ბაღი პალმებითა და წყალსატევი, სადაც კუები ბინადრობენ.

ჰაიდარფაშას სადგური (Haydarpasa Gari), სტამბოლი


სადგური სტამბოლის აზიურ ნაწილშია. აგებულია ნახევარკუნძულზე, რომელიც პირდაპირ ზღვაზე გადის. სადგურიდან შესაძლებელია ბორანზე გადაჯდომა ბოსფორის გადასალახავად.
შენობა პირველად გაიხსნა 1908 წელს, ხოლო სადგური ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის 70-იან წლებში იყო. არქიტექტურაში ევროპული იკითხება და არც არის გასაკვირი, რადგან შენობა გერმანელმა არქიტექტორებმა დააპროექტეს.

 

და ბარემ:

თბილისის ცენტრალური სადგური

s

პირველი ცენტრალური სადგური თბილისში 1872 წელს აშენდა, საიდანაც მატარებლები შავი ზღვის პორტის – ფოთის მიმართულებით მოძრაობდნენ (ამიერკავკასიაში პირველი რკინიგზა). 1940 წელს ნაგებობა დაანგრიეს და მის ადგილზე ააშენეს ახალი, სტალინისტური არქიტექტურის სტილში. შენობას რამდენჯერმე ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. 1952 ის კაპიტალურად გადააკეთეს – ააშენეს კოშკი მოოქრული შპილით.
80-იანი წლების დასასრულს მოხდა ვაგზლის შენობის მთლიანი დემონტაჟი. მის ადგილას, ბრუტალისტური არქიტექტურის სტილში, აღიმართა მსხვილმასშტაბიანი ნაგებობა თანამედროვე ტექნოლოგიით, ქალაქის ორივე მხარესთან დაკავშირებული მისასვლელებით. ამავე შენობაში 2010 გაიხსნა თანამედროვე სავაჭრო ცენტრი „თბილისი ცენტრალი”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები