LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს აეროპორტებში ჩინეთიდან ჩამოფრენილ რეისებს თერმომეტრებით ხვდებიან, ერთადერთი გამონაკლისი თბილისის აეროპორტია -ნათელაშვილი

451
BeFunky-collage

“ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს შეამოწმონ აეროპორტებში ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრები.

“მთელი მსოფლიოს აეროპორტებში ჩინეთიდან ჩამოფრენილ რეისებს თერმომეტრებით ხვდებიან.ერთადერთი გამონაკლისი თბილისის აეროპორტია სადაც ჩინური კობრის ქვესახეობიდან წარმოშობილ კორონავირუსს,როგორც სჩანს მთელი გულით ელოდება,თავის დროზე, მოსკოვში მახრჩობელა გველად წოდებული ოლიგარქი.

ვპასუხობ შეკითხვებს ვირუსთან დაკავშირებით: ვისაც ჩინეთში ვიზიტი გიწევთ, ან ბრუნდებით, არ გასინჯოთ არანაირი ქუჩის თუ ეგზოტიკური საჭმელი

"უამრავი ინფორმაცია, რომელიც საქართველოში ვრცელდება არ არის სწორი და არც ამხელა პანიკაა აუცილებელი"

ეტყობა ვირუსთა ისეთი სიმბიოზი უნდა გადმოგვდოს,რომ ვინც ვერ გავასწარით ქვეყნიდან ადგილზე გადავშენდეთ.ეს შესავლისათვის.ხვალიდან კი კეთილი ინებეთ და არ დაუშვათ ჩინეთიდან ჩამოსულთა სამედიცინო შემოწმების გარეშე ქვეყანაში შემოშვება.

აგრეთვე მუდმივი მონიტორინგი დააწესეთ ჩინელთა კომპაქტურ დასახლებებში თბილისიდან ქუთაისამდე და ხარაგაულშიც სადაც ათასობით ჩინელი ჩამორეკეთ ავტობანის მშენებლობაზე,თითქოს აქ არ გვყავდეს სპეციალისტები ანდა სულ დასაქმებული იყოს ყველა.”- წერს ნათელაშვილი.

ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი დაიღუპა. ჯამში ვირუსით გარდაცვლილია 41 ადამიანი, ინფიცირებულთა რიცხვი კი 1300-ს აღწევს.

პარალელურად, ქალაქ უხანიდან გავრცელებული ვირუსი უკვე დააფიქსირეს ევროპაში. ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, კიდევ ორი კი პარიზში.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა ავსტრალიაშიც.

კორონავირუსი ავსტრალიაშიც დაფიქსირდა, ჩინეთში კი ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი დაიღუპა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები