LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს მეტი ქალაქი, უფრო მოქნილი გრაფიკით: თბილისი-სტამბოლის ყოველდღიური რეისები ბრუნდება

219
5a5dee1a67b0a92c508225b8

11 თებერვლიდან თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე რეისებს ყოველდღიურად შეასრულებს. ავიაკომპანია, რომელიც საქართველს ავიაბაზარს რეგულარული რეისებით უკვე დაუბრუნდა, თურქეთსა და საქართველოს შორის ოპერირებას კვირაში 7 სიხშირით გეგმავს. ინფორმაციას საქართველოში Pegasus Airlines-ის ოფიციალური სავაჭრო აგენტი კომპანია GASA ავრცელებს.

ეს სიახლე საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ უფრო მეტი დანიშნულების ქალაქი – ახლა უკვე გაცილებით მოქნილი გრაფიკით! თბილისიდან სტამბოლისკენ – 57 ევროდან, თბილისიდან სტამბოლის გავლით, თურქეთის ქალაქებზე – 43 ევროდან, სხვა ტრანზიტულ მიმართულებებზე 88 – ევროდან.

ავიაბილეთების დასაჯავშნად და სამოგზაურო რეგულაციებზე კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით: ნომერზე 0322400040, ან მოგვწერეთ ფეისბუქის საშუალებით”, – აღნიშნულია GASA-ს (გასა) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები