LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს უდიდესი წყალქვეშა რესტორანი ნორვეგიაშია (ვიდეო)

226
restorani 2

ძმებმა უბოსტედებმა ევროპაში პირველი და მსოფლიოში უდიდესი წყალქვეშა რესტორანი ცოტა ხნის წინ გახსნეს. ერთ-ერთი ძმა სტიგ უბოსტედი “ბიბისისთან” ინტერვიუში ყვება, რომ პროექტისთვის ისეთი მასალა, არქიტექტურა და სამზარეულო შეარჩიეს, რაც წყალქვეშა გარემოსთან, ლანდშაფტთან თავსებადია.

“თქვენ ამას ვერ ააშენებთ, თუ ძალიან დიდი სურვილი და მონდომება არ გაქვთ. მთავარი გამოწვევა რეალურად ის იყო, რომ მოგვეძებნა ფორმა და ადგილი, რომელიც ამისთვის იქნებოდა შესაფერისი. შემდეგ კონსტრუქცია ავაწყეთ და ისე მივიტანეთ ადგილამდე. ფრთხილად ჩავუშვით წყალში, რომ კონსტრუქცია და ასევე ზღვის ლანდშაფტი არ დაზიანებულიყო”, – აცხადებს რესტორნის მფლობელი.

წყალქვეშა რესტორანი ნორვეგიის სამხრეთ ნაწილში, ზღვაში 5 მეტრზე მდებარეობს. აქ მთელი წყალქვეშა სამყაროს პანორამული ხედებია. მომსახურება ერთ კაცზე 260 დოლარი ღირს. შეფ-მზარეული ზღვის პროდუქტებისგან 15-ზე მეტი დასახელების კერძს ამზადებს. რესტორანი მაქსიმუმ 40 ადამიანს ემსახურება და ადგილი მინიმუმ ერთი თვით ადრე უნდა დაჯავშნოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები