LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროები

1982
BeFunky-collage (4)

გიფიქრიათ ოდესმე რა შეიძლება ღირდეს მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროს ნომერი? დაივიწყეთ ნომრები 500 ან 1000 დოლარის ღირებულებით,რადგან ამ სიაში ნომრის ფასი ერთი ღამით 28 ათასი დოლარიდან იწყება. „ბონ ვოაიჟი“ წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროების ათეულს.

10.სასტუმრო „ბურჯ ალ არაბი“ – $28,000

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროების სია იწყება ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასტუმრო ‘ბურჯ ალ-არაბით“. იგი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, დუბაიში მდებარეობს. ის მოლოდინს ნამდვილად ამართლებს. სასტუმრო ასევე მსოფლიოში მეშვიდეა ყველაზე მაღალ სასტუმროებს შორის. იგი დიზაინერმა ტომ რაიტმა შექმნა გემის იალქნის მსგავსი ფორმით. სასტუმრო ხელოვნურ კუნძულზე დგას. ერთი ღამის ფასი ამ შვიდვარსკვლავიან სასტუმროში 28 ათასი დოლარი დაგიჯდებათ. ნომერში ყველა ტიპის ფუფუნებას იგემებთ დაწყებული მოოქროვილი ინტერიერით.

9.სასტუმრო „როიალ პლაზა“ – $40,000

მორიგი ფეშენებელური სასტუმრო, კი ნიუ იორკში მდებარეობს. “როიალ პლაზა”,სადაც ნომრის ღირებულება 40 ათასი დოლარია. საკუთარი ლიფტი,400 კვადრატული ლუქსი აღჭურვილი თანამედროვე ძვირადღირებული ინტერიერით და საკუთარი ფიტნეს დარბაზი თქვენს განკარგულებაში სხვა მრავალ მომსახურებასთან ერთად.

 

8.სასტუმრო „ჰილ ტომ ვილა“ – $45,000

ჰილტოპ ვილა,რომელიც ლაუკალას კუნძულზე ფიჯიში მდებარეობს მერვე პოზიციაზეა ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროებს შორის. აქ ღამის გათენება 45 000 დოლარი დაგიჯდებათ. ამ თანხაში თქვენს განკარგულებაში იქნება ოთხი ცალ-ცალკე ვილა სხვადასხვა დანიშნულებითა და აუზებით.

7.სასტუმრო „მურაკა“ – $50,000

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროების სიაში მეშვიდე ადგილზეა „მურაკა“ მალდივის კუნძულებზე. ის მსოფლიოში პირველი წყალქვეშა სასტუმროა. იგი ორსართულიანია ნაგებობაა, ხოლო მისი ქვედა სართული ინდოეთის ოკეანის სიღრმეში 16 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. ამ საოცარ და ეგზოტიკურ სასტუმროში ერთი ღამის ფასი 50 ათასი დოლარია. მომსახურებაში პირადი შეფ მზარეული,ბარი,სპორტული დარბაზი,აუზი და კიდევ სხვა მრავალი ფუფუნების სერვისი შედის. გარდა ამისა აქვე გეტყვით, რომ სასტუმროს ნომრის დაჯავშნა მინიმუმ 4 ღამითაა შესაძლებელი, ასე რომ თუკი ჯიბე ხელს გიწყობთ ამ სასტუმროში მინიმუმ 200 ათასი დოლარის დახარჯვა მოგიწევთ.

6.სასტუმრო „მარტინესი“- $53,000

საფრანგეთში,კერძოდ კი კანში მდებარე სასტუმრო „მარტინესი“ ამ სიაში მეექვსე პოზიციაზეა. ამ ფეშენებელურ სასტუმროში ერთი ღამის ღირებულება 53 ათასი დოლარია. ნომერში ყველა სხვა სერვისთან ერთად სამეფო აბანო,ჯაკუზი და ოკეანეზე საოცარი ხედი გელით. თუკი ხელოვნების მოყვარული ხართ აქ პიკასოსა და მატისის ორიგინალი ნამუშევრებითაც ისიამოვნებთ,რომლებიც სწორედ ამ სასტუმროშია განთავსებული.

 

5.სასტუმრო „ოთხი სეზონი“- $60,000

ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროების ხუთეულს, კი ნიუ ნიუ იორკში მდებარე სასტუმრო ოთხი სეზონი ხსნის. ძვირადღირებული სასტუმრო ლუქსი შენობის მეპატრონის, ტაი უორნერის სახელს ატარებს და ღამეში 60 000 დოლარი დაგიჯდებათ. ლუქს აქვს 360 გრადუსიანი პანორამული ხედი ქალაქზე და მოიცავს ოთხ მინის აივანს, რომლებიდანაც ხედი ქალაქის ცენტრს, ქალაქის შუა ნაწილს და ქალაქის ცენტრს.

4.სასტუმრო „მარკი“- $75,000

ეს სასტუმრო კი არა მარტო ძვირადღირებული,არამედ ძალიან დიდიცაა მოცულობით. იგი ათი ათას კვადრატულ მეტრს იკავებს. სასტუმრო აშშ-შია განთავსებული. სასტუმრო „მარკ გრანდ პენტჰაუზში“ ერთი რამის ფასი 75 ათასი დოლარია. ამ ფასის ნომერი 5 საძინებელს,6 აბაზანას,4 ბუხარს,2 ბარს და უამრავ სერვისს მოიცავს.

3.სასტუმრო „პრეზიდენტ ვილსონი“ – $80,000

ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროების სამეულს შვეიცარიაში მდებარე სასტუმრო „ვილსონი“ წარმოადგენს,სადაც ღამის გატარება არც მეტი,არც ნაკლები 80 ათასი დოლარი დაგიჯდებათ. პენტჰაუზი 12 საძინებელს,12 აბაზანას, ჯაკუზის, საკუთარ ტბასა და მრავალ ფუფუნების მახასიათებელ სერვისს მოიცავს,მათ შორის 24/7 ზე ასისტენტი და პირადი შეფ-მზარეული გეყოლებათ.

2.სასტუმრო „პალმსი“– $100,000

ალბათ ძნელი წარმოსადგენია სასტუმროს ნომერში ერთი ღამის ფასი 100 ათას დოლარს შეადგენდეს, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა. ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროების ათეულში მეორე პოზიციას სწორედ ლას ვეგასში მდებარე სასტუმრო დამიან ჰარსტის დიზაინის მიხედვით შექმნილი სასტუმრო „პალმსი“ იკავებს, სადაც მაღალი სერვისისა და სასწაული ინტერიერის გარდა ხელოვნების მოყვარულებს ნამდვილი სამოთხე ელით. დადამიან ჰარსტის დიზაინით გაწყობილი პენტჰაუზი ხელოვნების მოყვარულთათვის სამოთხეს წარმოადგენს.

1.სასტუმრო Lover’s Deep -$150,000

ამასობაში მივადექით ყველაზე ძვირი სასტუმროების მსოფლიო ლიდერს. ეს სასტუმრო „Lover’s Deep” -ია. წყლისქვეშა სასტუმრო სანტა ლუსიაში, რომლით სარგებლობისთვისაც ღამეში 150 ათასი დოლარის გადახდა მოგიწევთ. თუ გიოცნებიათ საკუთარი კაპიტნის ყოლაზე სხვა სიკეთეებთან ერთად ისიც თქვენს განკარგულებაში იქნება, თუ პლაჟი მოგესურვათ ვერტმფრენით ტრანსფერიც თქვენს მომსახურებაშია, რომ აღარაფერი ვთქვათ წყალქვეშა საოცარ გარემოსა და უმაღლესი კლასის ნომრებზე. სასტუმრო მოძრავია და თქვენ გექნებათ შესაძლებლობა კარიბის ზღვის გარშემო გადაადგილდეთ. მფლობელები ირწმუნებიან, რომ სასტუმროში გატარებული ერთი ღამეც, კი ცხოვრებაში არასოდეს დაგავიწყდებათ, ისევე როგორც მისი ფასი ერთი ღამისთვის.