LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ყველაზე ინოვაციურ ქვეყნებს შორის საქართველოც მოხვდა

83
67194473-2282574898517064-5792376393568354304-n

პირველად ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგის ისტორიაში, საქართველო ტოპ 50 ქვეყანას შორის მოხვდა. 2019 წლის მონაცემებით, ჩვენი ქვეყანა 48 – ე ადგილს იკავებს, წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი 11 საფეხურით გაუმჯობესდა.

საქართველოს ასეთი მნიშვნელოვანი წარმატების მთავარი ინდიკატორებია: მაღალტექნოლოგიური იმპორტი, საინფორმაციო და საკომუნიკაციო მომსახურების (ICT) ექსპორტი და სამრეწველო ნიმუშების დიზაინი.

ცნობისთვის, ინოვაციების გლობალური ინდექსი 2012 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება. მისი მიზანია, ინოვაციების მიმართულებით მსოფლიო ტენდენციების ჩვენება. იგი ასევე ცდილობს წარმოაჩინოს ის მექანიზმები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია გრძელვადიანი ზრდის, პროდუქტიულობისა და სამუშაო ადგილების ზრდის მიღწევა.

ინოვაციების გლობალური ინდექსი ეხმარება და რჩევებს აძლევს ქვეყნებს, თუ რა არის საჭირო ინოვაციების გასავითარებლად აუცილებელი პირობების/გარემოს შესაქმნელად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები