LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ყველაზე შეძლებული ადამიანები, შეიხებიც კი, „სინოფარმით“ აიცრნენ – კულუმბეგოვი

379
bidzina-kulumbegovi-b-h

უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს ნამდვილად მყარი ვაქცინაა, – აღნიშნა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „სინოფარმის“ ვაქცინის ავტორიზაციის შესახებ საუბრისას.

მისი თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „სინოფარმით“ მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანები აიცრნენ.​

ჯანმო ჩინური ვაქცინების ავტორიზაციას არ ჩქარობს - საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადება კვლავ გადაიდო

ჩვენ გვაქვს ბევრი არასტაბილურობა ვაქცინების მომარაგებაში, მათ შორის ინდოეთში

„ალბათ, დღეს ან ხვალ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტი ოფიციალურ განცხადებას გამოაქვეყნებს. დღეს ან ხვალ, გვეცოდინება განცხადების შინაარსი. მათ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ორი მოლოდინი არსებობს: რომ ვაქცინა ავტორიზებულია გადაუდებელი გამოყენებისთვის ან მეორე – დამატებითი დოკუმენტაციაა საჭირო და გადაწყვეტილება რამდენიმე კვირით გადაიწევს.

ამ ვაქცინას იმდენი ეტაპი აქვს გავლილი, უარს ნამდვილად არ ეტყვიან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებს ის უკვე შეფასებული აქვთ. 38 ქვეყანაში, უკვე 80 მილიონამდე ადამიანია მისით აცრილი.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიოს ყველაზე შეძლებული ადამიანები, შეიხებიც კი, ჯერ კიდევ დეკემბერში, ამ ვაქცინით აიცრნენ. უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს ნამდვილად მყარი ვაქცინაა“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის“ ეთერში საუბრისას.

შეგახსენებთ, მომდევნო კვირას საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაციის დაწყება იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები