LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში მოგზაურობა ერთ საათზე ნაკლებ დროში

95

კომპანია SpaceX-ის დამაარსებელს- ელონ მასკს ახალი იდეა აქვს. მან  ასტრონავტების საერთაშორისო კონფერენციაზე კონკრეტული სურათიც დახატა და საზოგადოებას ვიდეოგამოსახულებაც უჩვენა. ვიდეოში ჩანს, რომ ნიუ იორკში მდინარე ჰუდსონზე განთავსებულია სადგური, სადაც ადამიანები სპეციალურ საფრენ აპარატში სხდებიან და შანხაის მიმართულებით მიფრინავენ. რაკეტის ტიპის საფრენი მოწყობილობა მანძილის დაფარვას 39 წუთში ახერხებს.

​ელონ მასკის თქმით, მსოფლიოში დღეს არსებული ყველაზე ხანგრძლივი საჰაერო ფრენები 30 წუთამდე შემცირდება. მაგალითად, ლოს ანჯელესიდან ტორონტომდე მგზავრობას 24 წუთი, ხოლო ლონდონიდან დუბაიმდე მგზავრობას 24 წუთი დასჭირდება.

​”თუ ჩვენ მსგავს მოწყობილობებს ვაშენებთ იმისათვის, რომ მარსსა და მთვარეზე გავფრინდეთ, რატომ არ უნდა წავიდეთ დედამიწის რომელიმე წერტილში”, – განაცხადა ელონ მასკმა კონფერენციაზე.

იდეის მიხედვით, სამგზავრო რაკეტა ატმოსფეროს დატოვებს და შემდეგ დანიშნულების წერტილთან მისვლის დროს, ისევ ატმოსფეროს გავლით დაჯდება ხმელეთზე.

https://www.youtube.com/watch?v=aMmka9cVFWc

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები